აღნიშნული ბინა გუდაურში მდებარეობს და მისი ინტერიერის დიზაინზე საკუთარმა მეპატრონემ პროფესიონალი დიზაინერის გარეშე იზრუნა.
ბინის საერთო ფართი 60 კვადრატული მეტრია. როგორც თავად მეპატრონე აღნიშნავს, ეს არის კუთხის ბინა, რამაც მას სივრცის სწორად და მაქსიმალურად ათვისების საშუალება მისცა. სწორი გეგმარების შედეგად, გამოვიდა 2 საძინებელი და საერთო მისაღები სივრცე სამზარეულოთი. დამუშავებული ჭერი შენარჩუნებულია ბეტონის ეფექტით, ხოლო კარები გაკეთდა მაქსიმალურად მაღალი, რათა სივრცის აღქმა იმაზე დიდი ყოფილიყო, ვიდრე რეალობაშია.