in

ბინა ნეიტრალურ ტონებში

Banner M2
Banner M2

ეს შვედური ბინა 84 კვადრატული მეტრია და მთლიანად თბილ და ნეიტრალურ ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი. პროექტს ამშვენებს მაღალი ჭერი, რომელიც კედლებზე ოდნავ უფრო მუქ ფერებშია შეღებილი. თითოეულ ოთახს აქვს საკუთარი ფერთა პალიტრა, თუმცა ოთახების ვარდისფერი, კრემისფერი და ვანილისფერი ტონები ერთმანეთთან იდეალურ ჰარმონიაშია.

მისაღებ ოთახს აქვს ისეთი კლასიკური დეტალები, როგორებიცაა ჭერის როზეტები, მოლდინგები და სხვა. კედლები და ჭერი შეღებილია ვანილისფერი საღებავით.

სამზარეულოში განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის თაღოვანი სივრცე თაროებითა და ღვინის შესანახი ადგილით. კარადები Marbodal-ის კოლექციიდანაა და ფერის სახით Jotun-ის ‘Savanna Sunset’ არის გამოყენებული, რომელიც შეხამებულია Self Style-ს თაფლისფერ კერამიკულ ფილებთან და მუხის სამუშაო ზედაპირებთან, რომლებიც მუქი პიგმენტური ზეთით არის დამუშავებული.

მთავარი საძინებლის კედლები Jotun-ის ‘Blushing Peach’-ით არის შეღებილი, ხოლო ჭერი – ‘Organic Red’-ით. ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად კარადები კედლების მსგავს ფერშია გადაწყვეტილი.

მეორე საძინებელი გამოიყენება ბავშვების ოთახად. ოთახი საკმაოდ მცირე ზომისაა, რის გამოც საწოლს აქვს საკუთარი უჯრები, რათა ოთახი მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული იყოს. კედლები Alcro’s ‘Toddy’-ს საღებავითაა შეღებული, ხოლო ჭერი – Alcro’s-ის ‘Pine’.

სახლში არის ბავშვებისთვის გამოყოფილი მეორე ოთახიც, რომელიც მოწყობილია ღია ვარდისფერი კედლებით და ფისტასფერი დეტალებით.

სააბაზანო საკმაოდ თანამედროვე და სადა სტილშია გადაწყვეტილი და მთავარი აქცენტი ფუნქციურ, მყუდრო დეტალებზეა გაკეთებული.

სახასიათო დეტალებით შექმნილი ფერადი ინტერიერი დიღომში — სტუდია „Due“-ს ნამუშევარი

სამზარეულოს ფანჯრები თაროებით – როგორ იყენებენ დიზაინერები ამ ხრიკს დამატებითი სივრცის შესაქმნელად