in

მინიმალისტური ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – Around The Studio-ს ნამუშევარი

ბინა, რომელიც თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარეობს, კლასიკური მინიმალისტური სტილის იდეალური მაგალითია. აღნიშნული სივრცის დიზაინზე სტუდია Around The Studio-მ იმუშავა.

ინტერიერში დომინირებს თეთრი ფერი, რაც უზრუნველყოფს სიმსუბუქისა და ჰაეროვნების განცდას. იდეალური ბალანსის შესანარჩუნებლად სივრცეში შემოდის შავი ფერის ელემენტები – რბილი ავეჯის კარკასი, ჟურნალის მაგიდა და სასადილო სკამები.

საძინებელში გვხვდება ე.წ. აქცენტირებული კედელი, რომელიც მუქ ნაცრისფერ ტონშია გადაწყვეტილი. ეს ფერი ხელს უწყობს სიმყუდროვისა და პრივატულობის განცდის შექმნას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საძინებლის დიზაინის შემთხვევაში.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ბინის გეგმარება უცვლელი დატოვეს და დიზაინ პროექტზე მუშაობას არსებული მოცემულობის გათვალისწინებით შეუდგნენ.

ეს ის შემთხვევაა, როცა დეველოპერის პროექტზე მორგება მოგვიწია, თუმცა ამ ბინას განსხვავებული და დამახასიათებელი დახურული აივანი აქვს, რომლიდანაც დამატებითი შუქი მინა ბლოკის ფანჯრებიდან შემოდის, რაც სივრცეს საინტერესო განათებას აძლევს. შესაბამისად, არქიტექტორის ამ გადაწყვეტით, პროექტის არქიტექტურული ელემენტი საინტერესო ხდება,” – ანო ჯიშკარიანი და თიკა შელია

რაც შეეხება აბაზანას, ამ შემთხვევაშიც მინიმალისტური სტილია დაცული და იგივე ფერთა პალიტრა ფიგურირებს. მცირე ფორმატის კვადრატული ფორმის შავ-თეთრი ფილები იდეალურად ეწერება პროექტის საერთო კონცეფციაში და სივრცეს ერთდროულად სადა და დახვეწილ ელფერს სძენს.

პროექტის ავტორი: Around The Studio

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

როგორ წარმოვაჩინოთ დაბალფასიანი ინტერიერი ძვირადღირებულად

Maxtherm-ის იტალიური ვოიაჟი მედიატურის ფარგლებში