ეს არის ბინა, რომელიც 50-იან წლებში აგებულ შენობაშია განთავსებული და შესაბამისად, საინტერესო ისტორიის მქონეა. სივრცის საერთო ფართობი 100 კვადრატული მეტრია და მის ინტერიერზე დიზაინერმა ნინო ნოზაძემ იმუშავა.
ინტერიერს ნათლად ეტყობა მისი ავტორისთვის დამახასიათებელი ხელწერა. ეს არის კლასიკური და ელეგანტური ბინა, რომელშიც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და საერთო ჯამში, სრულიად ჰარმონიულ გარემოს ქმნის.
ყურადღებას იქცევს ინტერიერში გამოყენებული ფერთა სიმრავლე. სივრცეში იმდენად ოსტატურად არის შეხამებული სხვადასხვა ტონი და პატერნი, რომ დამთვალიერებელს შესვლისთანავე განსაკუთრებულად სასიამოვნო განცდა ეუფლება.
პროექტის ავტორი: ნინო ნოზაძე
ფოტოგრაფი: ანა ციციშვილი