ბინა, რომლის საერთო ფართი 220 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და მისი ინტერიერის დიზაინზე სტუდია “იდააფ არქიტექტორებმა” იმუშავა.
“ეს არის კომფორტული საცხოვრებელი ოჯახისთვის, სადაც ნათელი სივრცეები სხვადასხვა აქტივობების საშუალებას იძლევა როგორც მოზრდილების, ისე ბავშვებისთვის. ვრცელი ტერასიდან ხედები კუს ტბის მწვანე ფერდობზე იშლება, ბინის ტექსტურები კი ოთახების ფუნქციის შესაბამისად, მუქ და ღია ფერებშია გადაწყვეტილი”, – გვიამბობს ნანა ზაალიშვილი.
ინტერიერში დომინირებს ნაცრისფერი, რომელიც დაბალანსებულია ხის მასალით, რაც საერთო ჯამში, ძალიან მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
მისაღები ოთახის სივრცეში აქცენტის სახით გვხვდება ღია თაროების სისტემა იატაკიდან ჭერამდე, რომელსაც არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს, არამედ ესთეტიკურიც. აქვეა განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, რაც ბინას კიდევ უფრო გამორჩეულ ხასიათს სძენს.
პროექტის ავტორი: იდააფ არქიტექტორები
ფართობი: 220 მ2
წელი: 2017-2018
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე