in

სკანდინავიური ბინა წითელი საძინებლით

Banner M2
Banner M2

შვედეთის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს ბინა, რომელიც დაბალანსებულია დახვეწილი ფერების პალიტრით.

ბინას სამი მხრიდან აქვს დიდი ზომის ფანჯრები. აქვეა საკმაოდ დიდი ზომის ტერასაც, რომელიც ზაფხულის თვეებში ძალიან კომფორტულ დასასვენებელ სივრცეს ქმნის.

ფანჯრების მდებარეობის წყალობით, მისაღები ოთახი ბუნებრივი განათებით არის მდიდარი. კედლები შეღებილია თბილ ნეიტრალურ ტონში, რაც განსაკუთრებული სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს.

მისაღებ ოთახსა და დერეფანს შორის არ გვხვდება კარი ან ტიხარი, რაც ოთახს უფრო ფართოს ხდის და სივრცის შეგრძნებას აძლიერებს.

სამზარეულო საკმაოდ დიდია სასადილო მაგიდის მოსათავსებლად. კარადები შეხამებულია პიტნისფერ დეტალებთან და გრანიტის სამუშაო მაგიდასთან. რაც შეეხება კედლებს, მათზე ნაზი მწვანე ტონია დატანილი.

შიდა დერეფნის კედლებს ამშვენებს Sandbergs-ის შპალერი “რაფაელი”.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საძინებელი ოთახი. როგორც წესი, საძინებელში წითელი კედლები იშვიათია, მაგრამ ეს ბინა სწორედ იმის დასტურია, რომ ზოგჯერ არასტანდარტული გადაწყვეტები საკმაოდ მომგებიანია.

პატარა საძინებელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, აქ ბევრად უფრო ნაზი, ატმისფერი ტონები ჭარბობს.

აბაზანა ბინის კიდევ ერთი საკმაოდ მშვიდი და მყუდრო ადგილია, რომელიც თბილ ფერებშია გადაწყვეტილი და კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული. ფუნქციური ზონების ხარჯზე, ეს ოთახიც საკმაოდ კომფორტულია.

მინიმალისტური ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე — ქეთა დონაძის ნამუშევარი

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა მცირე ზომის მისაღები ოთახის მოწყობის პროცესში