in

თანამედროვე ბინა უკრაინაში, რომელიც სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას განასახიერებს – Makhno Studio-ს პროექტი

ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, უკრაინაში, კიევში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 84 კვადრატული მეტრია. ინტერიერზე სტუდია Makhno-მ იმუშავა. სივრცეში შებიჯებისთანავე იგრძნობა კომფორტი და სტილი, რომელიც გაჟღენთილია ბუნებრივი შუქით და ქმნის მიმზიდველ ატმოსფეროს. პროექტი არის ინოვაციების, ხელოვნებისა და გარემოსდაცვითი საკითხების სასიამოვნო ნაზავი და თამამი გამოხატულება იმისა, რომ ძალიან მძიმე პერიოდში, თუნდაც ომისა და გაჭირვების ეპიცენტრშიც კი მნიშვნელოვანია მშვიდი, დახვეწილი და გაბედული ინტერიერის შექმნა, რომელიც ადამიანს სიმყუდროვისა და დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

ასეთ რთულ დროში, ბინა გახდა თავშესაფარი მისი მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძალიან აფასებენ ბუნებრივი სინათლის უხვ რაოდენობას, სითბოთი გაჟღენთილ ოთახებს და მომხიბვლელ ატმოსფეროს, რაც მთლიანობაში ქმნის უსაფრთხოების განცდას.

მინიმალისტური სტილის ავეჯითა და ტექსტურით, თითოეული სივრცე ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია. ავეჯის გლუვი ხაზები და ბუნებრივი მასალის ერთიანობა ქმნის ჰარმონიულ კომბინაციას, რომელიც მარტივად ამშვიდებს გონებას.

რემონტის პროცესში დიდი ყურადღება მიექცა ოთახების გაფართოების საკითხს, რის გამოც მთავარი საძინებლისა და აბაზანის ნაწილი საგრძნობლად გაფართოვდა და უზრუნველყო ფუნქციური და კომფორტული ზონები. გარდა ამისა, მოეწყო პატარა სამრეცხაო ოთახიც და სტუმრებისთვის განკუთვნილი სააბაზანო.

ინტერიერში თითოეული დეტალი ზედმიწევნით არის დამუშავებული, რათა შეიქმნას კომფორტისა და სილამაზის ბალანსი. გარდა ნათელი სივრცეებისა, ბუნებრივ შეგრძნებას აღვიძებს კერამიკის სასიამოვნო მასალაც.

სამზარეულოსა და სასადილო ზონებს ამშვენებს VOLCANO-ს განათება. თბილი, რბილი შუქი ქმნის ძალიან მყუდრო ატმოსფეროს, რომელიც სტუმრებსა და ბინის მეპატრონეებს განსაკუთრებულ ხასიათს უქმნის.

მისაღებში გამოყენებულია MAKIVKA-ს განათება, რომელიც ნაზ ყვავილებს წააგავს. კერამიკისგან შექმნილი ეს დახვეწილი ნიმუშები გამოსახულია უხეში, ქაოსური დეტალების დახმარებით და წარმოქმნის აბრეშუმისებრ მკრთალ შუქს.

საძინებელი მდიდარია ბუნებრივი კრემისფერი ფერებით. კერამიკული ავეჯი და ველური ქვის ტექსტურა უზრუნველყოფს კომფორტისა და უსაფრთხოების განცდას. საწოლის ორივე მხარეს განლაგებული LAKUNA-ს სანათები. სახლის ამ ნაწილს აქვს სპეციალურად შექმნილი გარდერობი და მდიდრული აბაზანაც.

ბინა არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ საცხოვრებელი შეიძლება გახდეს იმედისა და სიმტკიცის სიმბოლო ყველაზე რთულ პირობებშიც კი, იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერი შესაბამისად არის მოწყობილი. მას შეუძლია აამაღლოს ადამიანის სული და განასახიეროს ბუნებრივი სწრაფვა სილამაზის, კომფორტისა და უსაფრთხოების მიმართ.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

„IKEA“-ს რამდენიმე საინტერესო მოდელი თანამედროვე სახლისთვის

Niabi by Index – ახალი ხუთ სართულიანი კომპლექსი ავლაბარში — Index | Wealth Management-ის გამორჩეული პროექტი