in ,

ბინა დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე – Projector Studio-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

აღნიშნული სახლი დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარებს. შენობა აგებულია XIX საუკუნის ბოლოს და ბინაში არსებული უნიკალური აივნის გამო მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. სწორედ აქედან გამომდინარე, პროექტში აღდგენილ იქნა ყველა ის ძველი შტრიხი, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო, რათა მობინადრეებს არ დაეკარგათ შენობის ხანგრძლივი ისტორიისა და უნიკალურობის განცდა. ამას გარდა, პროექტის ავტორები შეეცადნენ, რომ ყველა დეტალი მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო თანამედროვე საჭიროებებზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბინაში არსებული კედლები მოხატულია ნიჭიერი არტისტის, სალი ნიკოლაიშვილის მიერ. აღნიშნულმა შტრიხმა სივრცეს განსაკუთრებული და საინტერესო დატვირთვა შესძინა.

პროექტის ავტორების თანახმად, მოცემულ ინტერიერზე მუშაობა უაღრესად საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო, ვინაიდან ყველა ის იდეა და დეტალი ზუსტად იმ ფორმით განხორციელდა, როგორც პროექტირების ეტაპზე იყო ჩაფიქრებული.

 

პროექტის ავტორი: ნუკრი კეკელია

დიზაინ სტუდია: Projector Studio

ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი

ტური შვედი ბლოგერის ბინაში – ჩრდილოური სტილის მდიდრული ინტერპრეტაცია

ესმა ხეცურიანის მიერ გაცოცხლებული უნიკალური ისტორიის მქონე სახლი ქუთაისში