in

ბინა ახალ აშენებულ კორპუსში – ამ ტიპის უძრავი ქონების პოპულარობის 3 მთავარი მიზეზი

დღესდღეობით თბილისში საკმაოდ ბევრი ახალი კორპუსი შენდება, ამასთან, უძრავი ქონების ბაზარზე მრავალი წლის წინ აშენებულ საცხოვრებელ სახლებსაც შეხვდებით, თუმცა დღეს ყველაზე გაყიდვადი მაინც ახალ აშენებული ბინებია. მაინც რა არის ამის მიზეზი? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ დღევანდელ სტატიაში. ამისთვის კი, პირველ რიგში, იმ უპირატესობებს განვიხილავთ, რაც ახალი კორპუსის ბინებს გააჩნიათ.

სასურველი დიზაინი

ახალ აშენებულ კორპუსში ბინის  შეძენა მფლობელს უხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს ინტერიერის დიზაინის კუთხით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რომ ყველაფერი “თეთრი ფურცლიდან” დაიწყოს და ნებისმიერი სანუკვარი ოცნება თუ ჩანაფიქრი განახორციელოს ჯერ კიდევ უცხოვრებელ სივრცეში, იქნება ეს არასტანდარტული განათება თუ ჩაშენებული ავეჯი.

საიმედოობა და კეთილმოწყობა

ახალაშენებული ბინის მფლობელებს არ უწევთ წყალმომარაგებასა და ელექტრო კომუნიკაციების გაუმართაობაზე ნერვიულობა, რადგან ახალ სახლებში ეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით არის დამონტაჟებული, რასაც ძველ ბინებზე ვერ ვიტყვით.

სრული კეთილმოწყობის რამდენიმე მახასიათებელი არსებობს:

  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თბოიზოლაცია;
  • ინდივიდუალური სითბოს მიწოდების დამატებითი რეჟიმები;
  • შიდა სივრცის გაუმჯობესებული დაპროექტება;
  • თანამედროვე კომუნიკაციები;
  • ლიფტის შეუფერხებელი მუშაობა;
  • დაცვის სისტემა და უსაფრთხოება;
  • მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოსადგომი.

ყველა თანამედროვე შენობა უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, ვიდეო სათვალთვალო კამერებით და უსაფრთხოების პუნქტში სიგნალის გადაცემით არის აღჭურვილი. წყლით ხანძრის მექანიკური ჩაქრობა დასავლურ ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც, ადრე გამოყენებული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, უფრო უსაფრთხო და ეკონომიურია.

თუმცა, არსებობს რამდენიმე ნაკლოვანება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:

  • ხანგრძლივი რემონტი სამეზობლოში;
  • ტექნიკის დამონტაჟების დამატებითი ხარჯები;
  • ზოგიერთი უძრავი ქონების ფირმის მიერ დაწესებული გადაჭარბებული ფასი.

ფინანსური საფრთხეები

ფინანსური რისკების მიმართულებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, დღეს უძრავი ქონების სფეროში უამრავი თაღლითობა ხორციელდება. შესაძლოა, გასაყიდი ობიექტი რეალურ ფასს არ შეესაბამებოდეს. ასევე, სამშენებლო მასალების ღირებულების მკვეთრი ნახტომი კვადრატული მეტრის ფასის ზრდას იწვევს.

საკმაოდ ხშირია დეველოპერული კომპანიების მიერ შენობის ექსპლუატაციაში ჩაშვების შეფერხების შემთხვევები, რამაც შეიძლება ხანგრძლივი ლოდინი გამოიწვიოს.

შესაბამისად, ბინის ყიდვამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ ყველა ნიუანსს და საკამათო საკითხს, რათა ახალ კორპუსში ბინის ბედნიერი მფლობელი გახდეთ. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები და თაღლითური სქემები, გირჩევთ, საქმე მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე, გამოცდილ სამშენებლო კომპანიასთან დაიჭიროთ. ამას გარდა, იდეალურ შემთხვევაში სასურველია, რომ სამშენებლო სამუშაოების 60% მაინც იყოს დასრულებული. ეს ყოველთვის ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით სამომავლო პროექტზე და მის ხარისხზე. ერთ-ერთი კომპლექსი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ნამაი ვაკეა. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. კომპლექსი სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აგებული, რაზეც ისეთი დეტალები მეტყველებს, როგორიცაა მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის #9-ში

ტური საფრანგეთში მდებარე არაამქვეყნიურ სახლში

5 აქტუალური ტენდენცია სამზარეულოს დიზაინში