in

ლონდონური სახლი, რომელიც მშვენიერებასა და პრაქტიკულობას აერთიანებს

Banner M2
Banner M2

ძალიან ცოტა წყვილი თუ დათანხმდებოდა „ხელშეუხებელი ნანგრევების“ ყიდვას, მაგრამ შარლოტა და ანგუს ბიუკენანები გამონაკლისები არიან. ეს არის წყვილი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ცოლ-ქმარი – დინამიკური დუეტი დიზაინის სტუდიას – Buchanan Studio-ს მართავს. „ჩვენ ვეძებდით სუფთა ფურცელს, რომლის მშვიდ, საინტერესო, მხიარულ ოჯახურ სახლად გადაქცევას შევძლებდით“ – განმარტავს შარლოტა. როდესაც წყვილმა სახლის ძებნა დაიწყო, მათ რამდენიმე მკაფიო კრიტერიუმი ჰქონდათ: ვიქტორიანული ან ედვარდული სახლი, რაც შეიძლება მეტი ორიგინალური ფუნქციით და დიდი ბაღით.

ერთწლიანი ძებნის შემდეგ მათ სახლი ლონდონში იპოვეს და აშკარა იყო, რომ მას სრული რემონტი სჭირდებოდა. ამას მათთვის ხელი არ შეუშლია და ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ წყვილმა სახლი შეიძინა.

შარლოტა და ანგუსი სახლისთვის სპეციფიკურ იდეებს აყალიბებდნენ მანამ, სანამ ისინი ზუსტად ამ სახლს იპოვიდნენ. „თავიდანვე ვიცოდით, რომ უჟანგავი ფოლადის სამზარეულო გვინდოდა“ – განმარტავს შარლოტა.

ყველაზე დიდი არქიტექტურული ჩარევა განხორციელდა სახლის უკანა მხარეს, რომელიც 6 მეტრით გაადიდეს, რათა აქ უზარმაზარი ღია დაგეგმარების სამზარეულო, სასადილო სივრცე, საკუჭნაო და სამრეცხაო მოთავსებულიყო. „არ გვინდოდა დაბალი, სწორი ჭერი, ამიტომ კონსულტაცია გავიარეთ ძალიან კარგ ადგილობრივ სპეციალისტთან იმისთვის, რომ დაქანებული, თითქმის ორმაგი სიმაღლის ჭერის გასაკეთებლად ნებართვა აგვეღო“ – განმარტავს ანგუსი.

ამ სახლისადმი წყვილის მიდგომა ოფისში მათი მუშაობის სპეციფიკას კარგად ასახავს: შარლოტა ორგანიზაციულ მხარეს ხელმძღვანელობდა, ხოლო ანგუსი შემოქმედებით ხედვაზე იყო პასუხისმგებელი. „გვსურდა ერთად შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომელიც თითოეული ჩვენგანის საჭიროებას შეესაბამებოდა“ – ამბობს ანგუსი. Buchanan Studio-ს დაარსებამდე, როდესაც დეკორაციულ დიზაინზე ვმუშაობდი, ყოველთვის ვფიქრობდი ხედვაზე და იმ პატარა ვინიეტებზე, რომელთა შექმნაც შემეძლო. ეს ინტერიერისადმი ჩემს მიდგომას დიდწილად ასახავს და ამ მოულოდნელი ელემენტების დანერგვა ძალიან მიყვარს.“

მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა მშვიდი, ნეიტრალური პალიტრა აირჩია, სახლის დიზაინი მოულოდნელ, ხშირად ფერად მახასიათებლებს გვთავაზობს. ნამდვილი სიურპრიზია მხიარული საბავშვო აბაზანა, რომელიც ძალიან სახალისო ატმოსფეროს ქმნის.

Buchanan Studio-ის მიერ გამოშვებული ქსოვილების კოლექცია უხვად არის მთელი სახლის მასშტაბით წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ კედლები ძირითადად თეთრია, ქსოვილები ფერების წარმოსაჩენად ბრწყინვალე საშუალებაა. მისაღებ ოთახში მოთავსებულია წყვილის დიზაინით შექმნილი დივნის – “Studio Chair”-ის უფრო გრძელი ვერსია. ქსოვილს, რომლითაც ეს მოდელი არის დაფარული “Studio Stripe” ეწოდება. სამრეცხაო ოთახში, მწვანე კედლებსა და ვიქტორიანულ ვიტრაჟს აცოცხლებს ფარდები, რომლებიც “Stripe Two” ქსოვილისგან არის დამზადებული. „სახლი ყოველთვის არის ფონი იმისა, თუ რას ვაკეთებთ ჩვენს სტუდიაში. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა ეს არის ბედნიერი ოჯახის პრაქტიკული სახლი“ – ამბობს ანგუსი.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე? – 12 უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია

ერთ სართულიანი თანამედროვე სახლი მუხათწყაროში – სალომე გოგიჩაიშვილის ნამუშევარი