in

3 ბლენდერი, რომლებსაც ველიზე ნებისმიერი ბიუჯეტით შეიძენ

VELI.store ქართული ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. ველიში თითოეული სიახლე მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მუდმივი კვლევის შედეგია, იქნება ეს პლატფორმის ტექნიკური გაუმჯობესება თუ პროდუქციის განახლება. უფასო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით და მიტანის დროის არჩევის შესაძლებლობა ის ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც VELI.store-ს კომფორტულ პლატფორმად აქცევს.

მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით ველი ერთ სივრცეში 20-ზე მეტ კატეგორიასა და 50 000-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს.

ველის ციფრულ თაროებზე ერთ-ერთი გამორჩეული სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიაა, სადაც შენთვის სასურველ ბლენდერებსა და ჩოფერებს მარტივად აღმოაჩენ.

შეარჩიე ბლენდერები ბიუჯეტის მიხედვით

სამზარეულოში ყოველდღიურობის გამარტივებისა თუ დროის დაზოგვისთვის ბლენდერი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მოყვარული მზარეულისთვის თუ პროფესიონალი შეფისთვის ხარისხიანი სამზარეულოს ტექნიკის არსებობა გემრიელი კერძის შექმნის წინაპირობაა. ბლენდერი უმოკლეს დროში აქუცმაცებს საკვებს და დიდ ადგილსაც არ იკავებს სამზარეულოში.

ველიზე აღმოაჩენ ბლენდერებს ყველა საფასო კატეგორიაში.

ბიუჯეტური ბლენდერები ველიზე

ხარისხიანი და ბიუჯეტური ბლენდერების შერჩევისთვის შეგიძლია ველიზე რამდენიმე საინტერესო ვერსია აღმოაჩინო.

ჯანსაღი სასმლისა თუ საკვების მომზადებისთვის Arate 0576 ბლენდერი იდეალური ვარიანტია. მოწყობილობას აქვს მულტიფუნქციური, დაბლენდერების, დაქუცმაცებისა და მიქსინგის რეჟიმები. ბლენდერის სიჩქარის 2 დონე და პულსაციის რეჟიმი ინგრედიენტების სასურველ დონეზე დაბლენდერებაში დაგეხმარება.

ბლენდერს 1.5 ლიტრი მოცულობის ჭიქა აქვს, რომლის დაკავშირება ძრავასთან მარტივად და სწრაფად შეგიძლია. მოსახერხებელი თავსახურის მეშვეობით ინგრედიენტები პირდაპირ ბლენდერის ჭიქაში, მისი მოხსნის გარეშე შეგიძლია მოათავსო.

ბლენდერის საჭრელ დანას აქვს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 4 პირი, რომლებიც ინგრედიენტების იდეალურ შეზავებას უზრუნველყოფს.

საშუალო ფასის ბლენდერები ველიზე

ხილის, ბოსტნეულის, თხილეულისა თუ ყინულის მარტივად გადამუშავებაში Philips HR 3573/90 მოდელის მულტიფუნქციური ბლენდერი დაგეხმარება. მოწყობილობას აქვს ძლიერი, 1400 ვატიანი ძრავა, რომლის დახმარებითაც უმოკლეს დროშია შესაძლებელი ნებისმიერი ინგრედიენტის დაბლენდერება. ProBlend 6 ტექნოლოგიის უჟანგავი ფოლადის საჭრელი დანები იდეალურად ურევს და აზავებს საკვებს. მოწყობილობას აქვს 3 პროგრამა, რომლის რეგულირებაც იოლად არის შესაძლებელი.

ბლენდერის მოსახერხებელი დიზაინი უზრუნველყოფს მისი ნაწილების განცალკევებას და კომფორტულ გარეცხვას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

მაღალი ბიუჯეტის ბლენდერები ველიზე

მაღალი ხარისხის მასალა და გამძლეობა, პარამეტრების კონტროლის მექანიკური შესაძლებლობა და მზადების რეჟიმების მარტივი განსაზღვრა Philips-ის HR3770/00 მოდელის ინოვაციურ ბლენდერში ერთიანდება.

ბლენდერს აქვს 5 ფუნქცია, რომლებიც სენსორულ ეკრანზე დროისა და სიჩქარის პარამეტრებით არის ნაჩვენები. ხელმისაწვდომია რამდენიმე პროგრამა, მათ შორის, დაჭრის, დაბლენდერების, დაქუცმაცების, წვენის დაწურვისა და ყინულის დამსხვრევის. ბლენდერის Pro Blend Ultra დანის პირებს აქვთ უნიკალური დაკბილული დიზაინი, რომელიც იოლად ჭრის მყარ ინგრედიენტებს.

წვენის წურვის ფუნქცია და 1500 ვატიანი სიმძლავრის ძრავა ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის სრულად დაწურვას უზრუნველყოფს. მოსახერხებელი კორპუსი და მოხსნადი ნაწილები კი ბლენდერის წმენდასაც ამარტივებს.

VELI.store-ზე შენი ბიუჯეტის მიხედვით მარტივად შეგიძლია შეარჩიო ბლენდერები და სამზარეულოს სხვა ტექნიკა, მათ შორის, საცხობი აპარატები, ელექტრო სახარშები და წყლის დისპენსერები. შენაძენი კი 3 საათში, სასურველ დროს შენს სახლში იქნება.

[R]

ბინა სხვენში ამსტერდამის ისტორიულ შენობაში

5 წიგნი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის — „Wohnung architects“-ის რეკომენდაცია