in

ბლოკი თუ თაბაშირმუყაო – როგორ შევარჩიოთ სასურველი ტიხარი?

IPS
IPS

დღეს ვისაუბრებთ ტიხრების შესახებ, განვიხილავთ ორ ვარიანტს — ბლოკსა და თაბაშირმუყაოს, გავაანალიზებთ თითოეულის მახასიათებლებს, რათა თქვენთვის სასურველი ვარიანტის შერჩევაში დაგეხმაროთ.

ბლოკის გამოყენებისას, პირველ რიგში, საჭიროა ტიხრის აშენება და მისი გალესვა. ამის შემდეგ, დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში, ხდება ზედაპირის გაშრობა, რათა მისი ფითხით დამუშავება გახდეს შესაძლებელი.

თაბაშირმუყაოს შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივადაა: არ არის საჭირო ზედაპირის გალესვა და, შესაბამისად, ეს ვარიანტი, ბლოკის ტიხრისგან გასნხვავებით, საშუალებას იძლევა, მინიმუმ 2 კვირა დაზოგოთ.

რაც შეეხება ტიხრის სისქეს, ბლოკის გამოყენების შემთხვევაში, ის დაახლოებით 14-16 სანტიმეტრს მიაღწევს (10 სანტიმეტრიან ბლოკს + გალესვა, რომელიც ტიხრის თითო მხარის სისქეს დაახლოებით 2-3 სანტიმეტრით გაზრდის). თაბაშირმუყაოს შემთხვევაში კი გვაქვს 7.5 სანტიმეტრის სისქის მქონე პროფილი და თითო მხარეს ორი თაბაშირმუყაო (ანუ სულ ოთხი). თაბაშირმუყაოს ერთი ფილის სისქე 12.5 მილიმეტრს შეადგენს, მთლიანობაში კი გამოდის: 7.5+12.5×4=12.5სმ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, თქვენი საცხოვრებელი ფართი უფრო დიდი იქნება.

გარდა ამისა, ბლოკის ტიხარს, თაბაშირმუყაოსთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხმისა და თბო იზოლაციის მაჩვენებლები გააჩნია, რადგან თაბაშირმუყაოს ტიხრის მოწყობისას ისეთი მასალები გამოიყენება, რომლებიც სითბოსა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ღირებულებას, თაბაშირმუყაოს ტიხარი, ბლოკთან შედარებით, ოდნავ მეტ თანხებთან არის დაკავშირებული.

საგაზაფხულო განწყობა Mon Chou-ში – DODO Designs-ის ნამუშევარი

ულამაზესი კლასიკური დუპლექსი სტოკჰოლმში