in

თბილისში Boffi/DePadova-ს პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა

თბილისში Boffi/DePadova-ს პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და მომხმარებელს ავეჯისა და დეკორის ფართო არჩევანს სთავაზობს.

Boffi/DePadova მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იტალიური დიზაინ ჯგუფია, რომელიც მოიცავს 5 ბრენდს: Boffi, De Padova, MA/U Studio, ADL და Time & Style ēdition. თითოეული მათგანი ინდივიდუალური სტილითა და სახასიათო დიზაინით გამოირჩევა და ორიენტირებულია ნამდვილი იტალიური ხარისხის ნაწარმის შექმნაზე.

ჯგუფში შემავალ ბრენდებს საკუთარი წარმოების ხაზი გააჩნიათ და მათი პროდუქცია კონკრეტულ მიმართულებაზეა ორიენტირებული. ამრიგად, Boffi ქმნის სამზარეულოს, აბაზანისა და გარდერობის სისტემებს, De Padova – ცალკე მდგომ ავეჯის ელემენტებსა და განათების კოლექციებს, MA/U Studio – ადაპტირებად თაროების სისტემებსა და მინიმალისტურ აქსესუარებს, ხოლო ADL ფოკუსირდება ტექნიკურად დახვეწილ კარებისა და ტიხრების წარმოებაზე.

შოურუმი 2 ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი შესასვლელი გააჩნია. როგორც Boffi/DePadova-ს თბილისის სტუდიის დამფუძნებელი, არქიტექტორი ქეთუნა ყრუაშვილი გვიამბობს, ერთ ნაწილში Boffi/DePadova-ს ჯგუფის პროდუქცია განთავსდება, ხოლო მეორე ნაწილში – ისეთი ბრენდების კოლექციები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც Boffi/DePadova-სთან არ თანამშრომლობენ. შესაბამისად, Boffi/DePadova თბილისის შოურუმი, საბოლოო ჯამში, ერთ სივრცეში აერთიანებს სახლისთვის საჭირო ყველა სახის ავეჯსა და ნივთებს, მათ შორის დივნების, საწოლების, სანათებისა და თაროების მინიმალისტურ და დახვეწილ მოდელებს.

Boffi/DePadova-სა და თბილისის შოურუმში წარმოდგენილი სხვა ბრენდების კოლექციების შეძენა ამიერიდან ჭავჭავაძის 33/ავალიშვილის 7 ნომერში, OUTLOOK VAKE-ს შენობაში იქნება შესაძლებელი.

ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე

რა უპირატესობა აქვს იატაკის გათბობის არსებობას მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში?

ფერადი ინტერიერი ბაგებში — თამა კალანდიას ნამუშევარი