in

Borgo Gallana იტალიაში – Studio Andrew Trotter-ის საუცხოო პროექტი

Banner M2
Banner M2

პულია (იტალია) ცნობილია თავისი კლდოვანი რელიეფით, წითელი მიწით, იზოლირებული ყურეებით და, რა თქმა უნდა, ზეთისხილის ხეებით (რეგიონზე ქვეყნის მთლიანი ზეითუნის ზეთის წარმოების დაახლოებით 40% მოდის). აქ ასევე შეხვდებით რამდენიმე ტრადიციული თეთრი ქვის სახლს – ზოგიერთი მათგანი ენდრიუ ტროტერის Studio Andrew Trotter-ის მიერ არის შექმნილი.

დიზაინერის გვიანდელი პროექტი – Borgo Gallana, რეალიზებულია, როგორც ქალაქ ორიას გარეთ მდებარე ბუტიკ სასტუმროების ტრიო, რომელიც ადგილობრივ ჯუზეპე დე ვანას საკუთრებაშია. „ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები პულიაში გატარებულ დროსთან არის დაკავშირებული“ – ამბობს ჯუზეპე, რომელიც სიყვარულით იხსენებს „ზღვაზე გატარებულ ზაფხულს“ და „ზეთისხილის ხეებს შორის არსებულ ხედებს.“ Borgo Gallana ამ მარტივი მომენტების ხელახლა შექმნის და მათი სხვების მიერ განცდის სურვილით დაიბადა.

„ჩემი პულიას შენობები არა ძველის ასლი, არამედ არსებულზე ახლის დამატებაა. ისინი უბრალოა და ვფიქრობ, ადამიანებს მათი სიმარტივე ყოველთვის მოეწონებათ“ – ამბობს ენდრიუ. სიმარტივე Borgo Gallana-ს ბირთვია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჯუზეპემ ენდრიუსთვის მიემართა. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ დიზაინერს ამ ტერიტორიაზე სასტუმროების პატარა კოლექცია უკვე ჰქონდა დაპროექტებული. ენდრიუმ და მისმა გუნდმა ამ ადგილის მიმართ ჯუზეპეს განცდების დიზაინერის საშუალებით თარგმნა შესანიშნავად მოახერხეს.

Borgo Gallana-ს თითოეულ სახლს (“Casa Camino”, “Casa Luce” და “Casa Limone”) აქვს მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, აბაზანა, კერძო ბაღი, გარე დასასვენებელი ადგილი, აბაზანა და საშხაპე. სტუმრებს შეუძლიათ ფანჯრებიდან მშობლიური ბალახის, ზეთისხილის ხეების და 40 კვადრატულ მეტრიანი აუზის მიმზიდველი ხედები დაათვალიერონ.

ადგილობრივ მასალებსა და ტრადიციულ სამშენებლო მეთოდებზე დაყრდნობით, სტუდია Andrew Trotter-მა ძველი ფერმის შეგრძნების საშუალებით პულიას „უბრალო ცხოვრება“ გადმოსცა. თითოეული სახლი მოიცავს კლასიკური თეთრი ქვიშაქვის ინტერიერს, ცემენტის იატაკს, თაღოვან ჭერს, მტვრიან ნეიტრალურ ტონებს და მინიმალურ ავეჯს. მიმდებარე სოფლის თბილი შუქი ინტერიერში დიდი თაღოვანი ფანჯრებისა და კარების მეშვეობით აღწევს – ეს არის თვისება, რომელიც თან სდევს მრავალსაუკუნოვან იტალიურ არქიტექტურას.

ენდრიუს ერთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს – აღწეროს შენობები, როგორც ცოცხალი არსებები. „ყველა შენობას აქვს მიზეზი. ჩემი შემოქმედება ტრადიციის ნაწილია.“ Borgo Gallana წარმოადგენს უპრეცედენტო შესაძლებლობას, განიცადო პულია იმ ადამიანების თვალთახედვით, ვინც ამ რეგიონის ტრადიციებსა და ისტორიას კარგად იცნობს.

ყველა დროის 11 გამორჩეული სავარძელი

პენთჰაუზი კარტოზიას ქუჩაზე