in

რას გულისხმობს შუასაუკუნეების ბრაზილიური მოდერნიზმი?

შუა საუკუნეების მოდერნიზმმა მსოფლიოს მასშტაბით მთელი ათწლეულის განმავლობაში შეინარჩუნა განსაკუთრებული პოპულარობა. ეს სტილი საყოველთაო გახდა და მისი აღმოჩენა თითქმის ყველგან იყო შესაძლებელი. შუასაუკუნეების დიზაინს მეორენაირად ყოველდღიურ დიზაინსაც უწოდებენ, მაგრამ ამას ბრაზილიურ შუასაუკუნების დიზაინზე ვერ ვიტყვით.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატებისა და ევროპის წვლილი საკმაოდ დიდია შუა საუკუნეების რევოლუციურ დიზაინებში ისეთი ადამიანების დამსახურებით, როგორებიც იყვნენ ჩარლზ და რეი იმსები, ეერო საარინენი, არნე იაკობსენი, ჟან პრუვე და ჯიო პონტი, თუმცა, ბრაზილიის როლი მთელი ამ გლობალური დიზაინის განვითარებაში რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში ბრაზილიურ მოდერნიზმზე გიამბოთ.

ბრაზილიური მოდერნიზმის ისტორია

როგორ გაჩნდა ეს სტილი? ისევე, როგორც დიზაინის მრავალ სტილს, ბრაზილიურ მოდერნიზმსაც რთული პოლიტიკური და კულტურული ფესვები აქვს. დასავლეთის ძალების მრავალსაუკუნოვანი კოლონიური მმართველობის შემდეგ, ბრაზილიამ 1822 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან, თუმცა, პოლიტიკური არეულობა დიქტატურებიდან გადატრიალებამდე საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ შუასაუკუნეების პერიოდი ჯერ კიდევ მშფოთვარე იყო, ბრაზილიელებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, შეექმნათ ეროვნული თვითმყოფადობა, რომელიც ისტორიიდან მომდინარეობდა.

ბრაზილიელმა დიზაინერებმა იმოგზაურეს მთელს მსოფლიოში, შექმნეს შთაგონება, რომელიც არა მხოლოდ ერწყმოდა ამ ახალ ნაციონალიზმს, არამედ აძლიერებდა მას. საბოლოო ჯამში, ბრაზილიურმა მოდერნიზმმა კულმინაციას მიაღწია ახალ დედაქალაქში, ქალაქ ბრაზილიაში, რომელიც ერთგვარ ფუტურისტულ ქალაქს წარმოადგენდა და განასახიერებდა პროგრესულ იდეალებს.

რით განსხვავდება ბრაზილიური მოდერნიზმი?

ბრაზილიური მოდერნიზმი ამერიკული და ევროპული სტილის პარალელურად მუშაობს. ის ორიენტირებულია ფუნქციურობაზე მარტივი სილუეტებით, რომლებიც აერთიანებს როგორც გეომეტრიულ, ასევე ორგანულ ფორმებს. როდესაც საქმე მასალებს ეხება, ბრაზილიური მოდერნიზმი, ფაქტობრივად, არაამქვეყნიურ მასალებს იყენებს.

50-იან წლებში ბრაზილიაში არ იყო ხელმისაწვდომი ისეთი მასალები, როგორიცაა პლასტიკი, ინოქსი [უჟანგავი ფოლადი] და ბოჭკოვანი მასალა, ამიტომ დიზაინერებმა გამოიყენეს ხის და ადგილობრივი მასალები, როგორიცაა ლერწამი, ტყავი და ნაქსოვი მატერიები. ეს ბუნებრივი მასალები უფრო მდიდარ და მგრძნობიარე განწყობას უქმნის ბრაზილიურ დიზაინს. ამ განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა ის, რომ ბრაზილიური ავეჯი, მეტწილად, ხელნაკეთი იყო. ამას კი, ლოგიკურად, ინდუსტრიალიზაციისა და წარმოების ტექნოლოგიის ნაკლებობა იწვევდა.

რატომ არ არის ბრაზილიური მოდერნიზმი საკმარისად სახელგანთქმული?

ბრაზილიური დიზაინი, როგორც ვახსენეთ, მჭიდროდ იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან – მისი წარმოშობაც და მისი უკუსვლაც სწორედ პოლიტიკურმა ამინდმა განაპირობა. 1960 – იანი წლებიდან 1980 – იან წლებამდე სამხედრო დიქტატურის დროს აიკრძალა ავეჯის ექსპორტი, რამაც შეზღუდა ბრაზილიური მოდერნიზმის გლობალურ ეტაპზე გასვლა (დღესაც კი, ყველა ბრაზილიურ ავეჯს არ შეუძლია დატოვოს ქვეყანა – შეზღუდვებია გარკვეული ბუნებრივი მასალების, მათ შორის ვარდის ხის, ექსპორტზე გატანაზე.).

თუმცა, ამ მხრივ სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. ბრაზილიური მოდერნიზმის კვლევა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო აქტიურად. ახლა ბევრად უფრო ფართო აუდიტორიაა დაინტერესებული შუა საუკუნეების ბრაზილიური დიზაინით. ეს საერთაშორისო დაფასება უკავშირდება უახლეს წიგნებს, გამოფენებსა და ნიმუშებს, რომლებიც წარმოდგენილია ხელოვნების დიზაინის ბაზრობებზე.

საძინებლისთვის გამოუსადეგარი 5 ფერი

“ლოფტის” ტიპის აპარტამენტი თბილისის ცენტრში – მერი ტყაბლაძის ნამუშევარი