in

ბოძებით აზიდული სახლი ბრაზილიაში

Alliance Group
Alliance Group

პეტროპოლისში, ბრაზილიაში მდებარე ამ სახლის სრული ფართობი სულ რაღაც 60 კვადრატული მეტრია, თუმცა ჭკვიანური დაგეგმარების გამო ის ბევრად დიდს ჰგავს. ნიადაგი, რომელზეც სახლი უნდა აშენებულიყო, ძალიან ნესტიანია, ამიტომ მასალის ეტაპობრივი დალპობისგან თავის ასარიდებლად არქიტექტორებმა შენობა ცემენტის ბოძებით მაღლა აზიდეს. ცემენტითაა დამზადებული ასევე აივნებიც.

სახლის სახურავი  V ფორმისაა, მეტალის ბოძებითაა გამყარებული და შენობას გვერდულად ჩრდილავს.

შენობის ჩრდილოეთი და სამხრეთი მინის ფასადების გაყოლებაზე ტერასა იშლება, რომელიც დაფარულია მცენარეებით, რაც სივრცის აღქმას აფართოვებს. ტერასის წყალობით სახლი მთლიანად ეფლობა ბუნებაში, ისმის წვიმის ხმა, ჩანს მთებიდან ამომავალი მზე და ბუნების სხვა ყოველდღიური სასწაულებით ტკბობა კიდევ უფრო მარტივდება.

არქიტექტურული სტუდია: Venta Arquitetos

ფოტოგრაფი:Federico Cairoli

“JUMA architects”-ის მიერ დაპროექტებული სახლი ბელგიაში

2021 წლის სააბაზანოს ტრენდები