Flos-ის ისტორია ერთი სიტყვით დაიწყო – კოკონი (“Cocoon”). ამ პლასტიკური მასალის გარეშე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების არმია შეფუთვების დამცავად იყენებდა, Flos დღეს არ იარსებებდა.
გამომგონებელმა და მწარმოებელმა, არტურ აიზენკელმა (Artur Eisenkell) მოახერხე ევროპიდან ამ ზედაპირის დამცავი პოლიმერის იმპორტირება და მისი კრეატიული მიზნებისთვის გამოყენება. მისი მიზანი იყო სანათებისთვის მაგიური ელფერის მინიჭება ამ ღრუბლისმაგვარი მასალის წყალობით, რასაც მიაღწია კიდეც.
ახალ ტექნიკაზე ექსპერიმენტირებისთვის აიზენკელმა დიზაინერები აქილე და პიერ ჯაკომო კასტილიონები (Achille and Pier Giacomo Castiglioni) და ტობია სკარპა (Tobia Scarpa) მოიწვია. სწორედ ამ შემოქმედთა წყალობით შეიქმნა პირველი კოკონის სანათი, რამაც სათავე დაუდო Flos-ის თავბრუდამხვევ წარმატებას და ის ოფიციალურად 1962 წელს იტალიაში, მერანოში დაარსდა.
წარმოგიდგენთ Flos-ის რამდენიმე საკულტო სანათს:
Arco Lamp
ძმები აქილე და პიერ ჯაკომო კასტილიონები ცდილობდნენ ისეთი მაღალი სანათი შეექმნათ, რომლის ინსტალაცია არ იქნებოდა რთული და არც სადენების დიდ რაოდენობას მოითხოვდა. ამ პროცესში მათ ბრენდის საკულტო სანათი, „Arco Lamp“ შექმნეს. სანათის თაღოვანმა ფორმამ ინტერიერის დიზაინის სამყაროში სრული გადატრიალება მოახდინა.
Parentesi Lamp
1971 წელს შექმნილი „Parentesi Lamp“-ის დიზაინი აქილე კასტილიონის ეკუთვნის. მისი კონსტრუქცია ინოვატორულია, ვინაიდან შესაძლებელია მისი ნებისმიერ მომენტში გადაადგილება და ფორმაცია. „Parentesi Lamp“ ინდუსტრიული შიკის სახელით ცნობილი ესთეტიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია, თავისი გამოკვეთილი ნათურითა და მოქნილი სტრუქტურით.
Zeppelin Lamp
Flos-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანათია გენიოსად აღიარებული ჯასპერ მორისონის (Jasper Morrison) მიერ შექმნილი „Zeppelin Lamp“. ეს ტრადიციული ჭაღია, რომელიც მთლიანადაა შეფუთული Flos-ის სახასიათო კოკონის პლასტიკაში და ცენტრული კრისტალის გლობუსის წყალობით მართლაც მაგიურ სინათლეს გამოსცემს.
Glo-Ball Lamp
ჯასპერ მორისონის ხელწერით შექმნილი სანათები დიზაინის ისტორიაში რომანტიზმის გავლენის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მას ეკუთვნის „Glo-Ball Lamp“ სანათის დიზაინიც, რომელიც მოთხოვნადობის და დიდი პოტენციალის გამო შემდგომში სერიებად გადაიქცა. მორისონის თქმით, ამ სანათის ვიზუალი სავსე მთვარის მშვიდი სინათლითაა შთაგონებული. სანათი ხელით დამზადებული მინისგან კეთდება, რომელიც თეთრ ოპალზეა ამოკვეთილი. ეს კონცეფცია სანათს საოცრად ელეგანტურს ხდის. ელექტრონულად შესაძლებელია „Glo-Ball Lamp“-ის შუქის დარეგულირება და მფლობელის გემოვნებაზე მორგება.
Taraxacum 88 Suspended Lamp
1988 წელს დამზადებული „Taraxacum 88“-ს დიზაინი აქილე კასტილიონის ეკუთვნის და ის დახვეწილი ფორმისა და ფუნქციურობის იდეალური შერწყმაა. გამოშვებიდან რამდენიმე დღეში ეს სანათი მსოფლიო ჰიტად იქცა. თვალშისაცემია მისი გამაოგნებლად დახვეწილი სტრუქტურა – 60 ნათურისგან, 20 დამუშავებული ალუმინის სამკუთხედისგან იქმბება ყვავილისებური ფორმა, რომელიც პირდაპირად აშუქებს სინათლეს და მას ირეკლავს კიდეც, რაც ნებისმიერ ინტერიერს ასმაგად ამშვენიერებს.
საერთო ჯამში, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ Flos-ის წარმატება ბრენდის ხედვამ და ფილოსოფიამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სინათლე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ფუნდამენტური საჭიროება. ესაა ცოცხალი ორგანიზმი, რომლის საშუალებით შეიძლება იდეებისა და ემოციების გამოხატვა, მომავლის განათება და ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჯადოსნობით დახვეწა.
Flos-ის სანათების შეძენა საქართველოში შოურუმ „Motif”-შია შესაძლებელი.