სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფს, ამერიკულ სასტუმროთა ქსელ Wyndham Hotels & Resorts-სა და ყველაზე მსხვილ მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მასშტაბური საერთაშორისო კოლაბორაციის თანახმად, ალიანს ჰაილაინის C თაუერში თბილისში პირველი, ექსკლუზიური Wyndham Grand Residence-ის საინვესტიციო აპარტამენტები განთავსდება, ხოლო კომპლექსის მართვას – მსოფლიოში ყველაზე დიდი მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA უზრუნველყოფს.
გაუმჯობესებული ბრენდითა და 4*-დან 5*-მდე დააფგრეიდებული სტატუსით, Wyndham Grand Residence Tbilisi სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს წარმოადგენს პრესტიჟული უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ალიანს ჯგუფის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ, Wyndham Hotels & Resorts-ის ისრაელის, ცენტრალური აზიის და CIS ქვეყნების დეველოპმენტის დირექტორმა სერგეი ეგოროვმა და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს წარმატებულ პარტნიორობას.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის უალტერნატივო, ლუქს სეგმენტის ბრენდული რეზიდენცია თბილისის ბაზარზე პირველად სწორედ ალიანს ჰაილაინში იქნება წარმოდგენილი – Wyndham Grand Residence Tbilisi-ში ინვესტირებით მესაკუთრეები გამოცდილი ბრენდჰაუსის უმაღლესი სტანდარტის მომსახურებითა და განსაკუთრებული საინვესტიციო უპირატესობებით ისარგებლებენ.
გლობალური სტუმარმასპინძლობის ლიდერი ბრენდები, მრავალწლიან გამოცდილებას ალიანს ჰაილაინის თითოეულ ვიზიტორსა და ინვესტორს გაუზიარებენ.
Wyndham Grand Residence – ბრენდული რეზიდენციის საინვესტიციო მოდელი
Wyndham Grand Residence Tbilisi ექსკლუზიური, ნიშური სეგმენტის ბრენდული რეზიდენციაა, რომელიც საინვესტიციო აპარტამენტისგან განსხვავებით, პოტენციურ მესაკუთრეს პროექტის სრულფასოვან თანაინვესტორობას სთავაზობს.
უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ – საინვესტიციო აპარტამენტის მესაკუთრე უძრავ ქონებას აქირავებს თავად, ან გადასცემს მას მმართველ კომპანიას. მისი შემოსავალი ინდივიდუალურად, პირადი აპარტამენტის გაქირავებაზეა დამოკიდებული.
ბრენდული რეზიდენციის ინვესტორის შემოსავალი განისაზღვრება არა პირადი, არამედ კომპლექსის საერთო მოგებით – იგულისხმება, რომ ინდივიდუალური წილი გამოითვლება პროექტისა და მისი შემადგენელი ინფრასტრუქტურისგან მიღებული საერთო შემოსავლით, რაც პირდაპირ ზრდის რეზიდენციის საინვესტიციო მიმზიდველობას.
Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ბრენდული აპარტამენტის მესაკუთრეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ განხორციელებული ინვესტიციით დაუპარტნიორდეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელს – Wyndham Hotels & Resorts-სა და ამერიკულ მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს, ხოლო იმავდროულად გახდეს Wyndham-ის ყველაზე მაღალი სტატუსისა და სეგმენტის უძრავი ქონების ინვესტორი, თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
აღსანიშნია, რომ ალიანს ჰაილაინის A და B თაუერი სრულად არის რეალიზებული, ხოლო C თაუერში აქტიურად არის დაწყებული ზემოხსენებული ცვლილებებისა და სამუშაოების განხორციელების პროცესი.
[R]