in

“Bugambilias House” – თანამედროვე მექსიკური არქიტექტურის შედევრი

არქიტექტურული სტუდია Taller Mexicano de Arquitectura-ს მიერ შესრულებულმა პროექტმა იუკატანში, მექსიკაში, მსოფლიო არქიტექტურული წრეების ყურადღება მარტივად მიიპყრო. პროექტი “Bugambilias House” 263 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მისი მშენებლობა სრულად 2019 წელს დასრულდა. ვარდისფერი ტონალობით შეფერილი ბეტონი, რომლითაც პროექტი გამოირჩევა, კიდევ ერთი მექსიკელი არქიტექტორის, ლუის ბარაგანის ხელწერას გვაგონებს.

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

სახლი საკმაოდ დატვირთულ უბანში მდებარეობს, ამიტომ არქიტექტორების მიზანი იყო სახლის მფლობელი ოჯახისთვის პირადი სივრცის, ინტიმურობის უზრუნველყოფა.

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

პროექტში დიდი რაოდენობითაა გამოყენებული ცემენტი. სწორედ ეს მასალა ქმნის პროექტის უნიკალურობის განმაპირობებელ მონოლითურ კონსტრუქციას და შენობის გარშემო არსებულ შენობებთან მიმართებით კონტრასტულობას. სახლის დაგეგმარების მიხედვით გაჭრილი ფანჯრები და ვიტრაჟები საშუალებას იძლევა, რომ შენობიდან ექსტერიერის ტერიტორია დავინახოთ, თუმცა გარედან სახლში მიმდინარე პროცესების დანახვა შეუძლებელია.

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

სახლის პირველი სართული დაკავშირებულია ტერასასთან და ეზოსთან. ამ სივრცის სიდიდის გამო მფლობელები სწორედ პირველ სართულზე იღებენ სტუმრებს, აწყობენ წვეულებებსა და ოჯახურ შეკრებებს. ამავე სართულზე იქცევს ყურადღებას შიდა ეზო, რომელიც “Bugambilias House”-ს ნამდვილი გულია.

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

სახლის შიდა ეზო მთელი პროექტის თერმორეგულატორია. მისი ბადოვანი კედლების საშუალებით შენობის ორივე სართული ბუნებრივად ნიავდება და ნათდება კიდეც.

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau

Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,© Alejandro Loustaunau
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,Elevation
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,Section
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,Site Plan
Bugambilias House / Taller Mexicano de Arquitectura,Upper Floor Plan

ფოტოგრაფი: Alejandro Loustaunau

31 კვადრატულ მეტრში ჩატეული კომფორტი – სწორი გეგმარების იდეალური მაგალითი

#სადვიცხოვრო: ბინა ტყვიავის ქუჩაზე