in

Buildy ღონისძიება „homeis შეკრების“ მხარდამჭერია

„homeis შეკრებამდე“ სულ ცოტა დრო რჩება. 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. მისი დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრება” დააორგანიზა. წლევანდელი „homeis შეკრების“ მთავარი თემა გახლავთ „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.

აუდიტორიის წინაშე სპეციალურად მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ, ასევე, გაიმართება პანელური დისკუსიები. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.

„homeis შეკრების“ მხარდამჭერია Buildy. დეტალებზე Buildy-ის აღმასრულებელი დირექტორი თეო ზანგურაშვილი გვესაუბრა.

თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ საქართველოში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის?

ვფიქრობ, ნებისმიერი ინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ტიპის შეკრებები, სადაც სფეროს ექსპერტებს შეუძლიათ  გააზიარონ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა.

დამსწრეებისთვის ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანის და იდეიის აღმოჩენის ძალიან კარგი შესაძლებლობა არის, რითაც  კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებენ ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში, მსგავსი ტიპის შეკრებები ძალიან იშვიათად ტარდებოდა, homeis-ის შეკრება სწორედ ამ სივრცეს ავსებს, Buildy ეხმიანება მიზანს, რომ ძლიერი და ხარიხსიანი Community შევქმნათ ამ ინდუსტრიაში.

ნებისმიერ სფეროში შთაგონება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია წარმატების მისაღწევად, ამის მიღების საუკეთესო გზა კი სწორედ ახალი ისტორიების, სხვა პროფესიონალების გამოცდილებისა და განსხვავებული იდეებისა და ხედვების აღმოჩენაა.

რატომაა Buildy-ისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?

Buildy-ის მთავარი მიზანი არის მომხმარებლისთვის რემონტისა და მშენებლობის პროცესის გამარტივება, ერთ აპლიკაციაში ვაერთიანებთ ყველაფერს, რაც შეიძლება იდეის გაჩენიდან, რემონტის დასრულებამდე დაგჭირდეს, როგორც ინტერიერის შექმნის დროს, ასევე მშენებლობის მიმდინარეობისას საჭირო მასალებს.

ჩვენი აპლიკაცია ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის არქიტექტორებსა და ინტერიერის დიზაინერებს, საშუალებას აძლევს ერთ ონლაინ სივრცეში მოიძიონ ინფორმაცია 30-ზე მეტი მომწოდებლისა და 300-ზე მეტი კატეგორიის მასალების შესახებ, შეადარონ მახასიათებლები, შეიძინონ ყველაფერი ონლაინ, სხვადასხვა მაღაზიებიდან შერჩეულ პროდუქცია კი ერთ კურიერს მიაქვს მომხმარებლამდე, ნებისმიერ მისამართზე ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი გუნდის გეგმა არის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ხელი შევუწყოთ ამ ინდუსტრიის გაძლიერებასა და გაციფრულებას, ვინაიდან დღეს ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელი არის რომელიმე ინდუსტრიის განვითარება, BUILDY კი პიონერი არის სამშენებლო და სარემონტო სფეროს გაციფრულებაში. აპლიკაციის გადმოწერა როგორც, IOS-ის, ასევე ანდროიდის მომხმარებლებს შეუძლიათ

App Store: https://shorturl.at/adzZ4

Play Store: https://shorturl.at/amrGJ

წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?

ვფიქრობ “ანაბეჭდი” თითოეული ჩვენგანის იდენტობასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს, რაც შემდეგ ჩვენს გარემოშიც არის გადმოტანილი, იქნება ეს სახლის, ოფისის ინტერიერი თუ დეკორატიული ნივთები, თითოეული თავისი განწყობისა და ხასიათის მატარებელი არის რაც ხშირად ჩვენივე ანარეკლია.

ღონისძიებაზეც მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრ საინტერესო ისტორიას მოვისმენთ, რაც ინსპირაციის წყარო იქნება მთელი Community-თვის. საკუთარ იდენტობასა და ინდივიდუალიზმზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენას კი მომხმარებელი Buildy-ის აპლიკაციაში, ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს.

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.

კორპორატიული შესყიდვების მსურველებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინვოისი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge

ინვოისის მისაღებად დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის გადაგზავნა: შემსყიდველი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ბილეთების რაოდენობა.

ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.

პარტნიორები: Render GroupJYSKცელსიუსიკაპაროლიგაბილდიveli.store, ss.ge,  ზიკერ საქართველო.

მხარდამჭერები: MieleTONრივერსაიდიMA Architectsელიტ ელექტრონიქსი,  IPSლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies,  TBC Concept, ალდაგი,  Archtrade, BUILDY.

სუბურბან საგურამო და ლისი – ეკომეგობრული საცხოვრებელი უბნები კოლიერსისგან

8 საინტერესო გზა მკვეთრი აქცენტების დასამატებლად მისაღებ ოთახში