სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ და რომელიც Reflections House-ის სახელით არის ცნობილი, ინდოეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 91 კვადრატული მეტრია. მეპატრონეები მას დასასვენებლად და ოჯახთან ერთად არდადეგების მოსაწყობად იყენებენ, ვინაიდან პროექტი მთლიანად ბუნების გულში მდებარეობს და გარშემორტყმულია ტყის საოცარი ხედებით. ეს თანამედროვე საცხოვრებელი შექმნილია როგორც ადგილი, სადაც ადამიანები და ბუნება თანაარსებობენ სრულ ჰარმონიაში.
დიზაინი მთლიანად ლანდშაფტით არის შთაგონებული. აღმოსავლეთ ნაწილი ყოველ დილით მიესალმება დილის მზეს. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ მშენებლობის პროცესში რაც შეიძლება ნაკლები ზეწოლა განხორციელებულიყო რელიეფზე. მასალის სახით გამოყენებულია გლუვი ლითონისა და ხის ელემენტები, რომლებიც ხაზს უსვამს თანამედროვე, დახვეწილ ესთეტიკას.
წინა ნაწილში სტუმრებს ხვდებათ შესასვლელი ზონა. საცხოვრებელი ნაწილი შედარებით ამაღლებულია, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო კავშირს ქმნის ხეებსა და სახლს შორის. შიდა სივრცეს აქვს ვრცელი და მომხიბლავი ხედი. ინტერიერი ღია გეგმარირების მქონეა, ის ხარჯზეც მინიმალურია სხვაობა შიდა და გარე სივრცეებს შორის. იატაკიდან ჭერამდე განთავსებული მინის კედლები უზრუნველყოფს იმას, რომ სახლში მაქსიმალურად იგრძნობა სიმწვანე და სიმშვიდე.
საძინებელი ასევე ტყით არის შთაგონებული და აქვს განსაკუთრებული ხედი. ავეჯისა და ქსოვილის სახით გამოყენებულია ბუნებრივი მასალა და ხის მოპირკეთება, რაც ქმნის მყუდრო, თბილ და დახვეწილ ატმოსფეროს. საწოლის გადაადგილება მარტივად არის შესაძლებელი მისი სპეციალური დიზაინის წყალობით.
სარკისებური ექსტერიერი არა მხოლოდ გასაოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, არამედ ემსახურება ფუნქციურ მიზანსაც. ის კარგად ასახავს ბუნებრივ გარემოს, ამცირებს ზემოქმედებას ბუნებაზე და ეხმარება სახლს ლანდშაფტთან ურთიერთკავშირის დამყარებაში.
მთლიანობაში, Reflections უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახლი. ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე დიზაინი ხვდება ბუნების სიმშვიდეს. ის მნახველებს სთავაზობს მდიდრულ, მაგრამ მშვიდ ცხოვრების წესს, პატივს სცემს ლანდშაფტს და სრულყოფილი თავშესაფარია მათთვის, ვინც ეძებს სიმყუდროვესა და კომფორტს.
არქიტექტურული სტუდია: OKNO MODHOMES
ფოტოები: Inclined Studio
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”