in

ბუნებით გარშემორტყმული სახლი ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

ავსტრალიაში მდებარე ეს სახლი 2022 წელს აშენდა და მისი საერთო ფართობი 370 კვადრატული მეტრია. პროექტის მიზანი იყო სოფლის სახლის მსგავსი საცხოვრებელის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული მაცხოვრებლების კომფორტზე. დიზაინში გათვალისწინებულია ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები და შემცირებულია ენერგიის გამოყენება, რაც მიიღწევა მზის ენერგიის გათბობისთვის გამოყენებითა და ენერგიის ბუნებრივი წყაროების შექმნით.

მასალის სახით არჩევანი ადგილობრივ გრანიტის ქვაზე გაკეთდა, რომლის ხარჯზეც მინიმუმამდე დაიყვანეს თაბაშირისა და მუყაოს გამოყენება. სახლის მეპატრონეები ღრმად იყვნენ დაინტერესებული ბუნებრივი ქვის მოპოვებითა და ხის მასალით, რაც შესანიშნავად აისახა სახლის დიზაინში. მთლიანობაში შენობა ჰგავს ფერმერების საცხოვრებელს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას.

სივრცეები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გადანაწილებული. აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება დიდი ეზო, რომელიც ქმნის კერძო გასართობ სივრცეებს და თითოეული მათგანი გაჰყურებს ბაღის მომხიბლავ ხედებს. აქვეა სამზარეულო, რომელიც შეიქმნა როგორც მყუდრო და საოჯახო სივრცე ყოველდღიური ურთიერთობებისთვის.

ტერიტორიას ახასიათებს მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ხეებით მდიდარი ქუჩები. მეპატრონეები უკვე მრავალი წელია ამ ადგილას ცხოვრობენ, ამის ხარჯზე კი შეძლეს და პროექტში გადაიტანეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია სეზონური ამინდისა და ცვალებადი კლიმატის თვალსაზრისით.

არქიტექტურული სტუდია: Wolveridge Architects

ფოტოები: Derek Swalwell

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ემოცია, როგორც ინტერიერის დიზაინის მთავარი დანიშნულება — ინტერვიუ სალომე გულორდავასთან

რა იწვევს ლამინატის იატაკის საფარის გაუფერულებას და როგორ ავირიდოთ ეს პრობლემა?