სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, 2022 წელს ბელგიაში აშენდა და მისი საერთო ფართობი 520 კვადრატული მეტრია. მფლობელებს სურდათ დედაქალაქთან ახლოს, გარეუბანში დასახლება, სადაც მწვანე და მშვიდი გარემო ექნებოდათ. დამკვეთების მიზანი იყო, რომ შეექმნათ კომფორტული საცხოვრებელი, კონფიდენციალურობითა და ფუნქციური ზონებით, რათა შესძლებოდათ ჰარმონიაში ცხოვრება.
მთავარი აქცენტი ადგილმდებარეობაზე გაკეთდა, რომელიც მდიდარია მრავალფეროვანი ჯიშის ხეებითა და ხედით. სახლი გარშემორტყმულია ტყით, სუროსა და გვიმრების ნაირსახეობებითა და გამორჩეული ბუნებით.
სტრუქტურა ერთი შეხედვით მარტივია და მოიცავს ისეთ სახურავს, რომელზეც გამოყენებულია სპეციალური პლინტუსები. სახურავების ქვეშ იქმნება რამდენიმე ტერასა, რომლებიც მიჰყვება მზის შუქს და მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ, დატკბნენ მზის ჩასვლისა და ამოსვლის ხედებით. ფასადი მოპირკეთებულია კრემისფერი ქვით და ნახევრად ამრეკლავი მქრქალი მინით, რის ხარჯზეც საჯარო სივრცეებიდან შეუძლებელი ხდება სახლის ინტერიერისა და შიდა სივრცის დანახვა.
ოთახები დაპროექტებულია გარე სივრცისა და აუზის გარშემო. შენობა განლაგებულია ყოფილი სპორტული მოედნის კიდეზე. დიდი ხეები სასიამოვნოდ ავსებს გარემოს და ბუნებრივად ახერხებს მზის სხივების რაოდენობის გაფილტვრას.
არქიტექტურული სტუდია: OPEN ARCHITECTES
ფოტოები: Utku Pekli
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”