in

ბუნებრივი განიავების მთავარი პრინციპები – ნატალი ღუდუშაურის გიდი

Alliance Group
Alliance Group

 

ბუნებრივი განიავების სახლში არსებობა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. იმის გარდა, რომ ბუნებრივი განიავებით სახლი ბევრად ენერგოეფექტური ხდება და ხარჯს ერთიორათ გვიმცირებს, კონდენციონერებისა და სხვა ტექნიკის ხმარების შემცირებას დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ძალაც შესწევს.

ბუნებრივ განიავებასა და სახლის მისით უზუნველყოფაზე homeis.ge ესაუბრა ახალგაზრდა ქართველ არქიტექტორს, ნატალი ღუდუშაურს:

“ბუნებრივი განიავების სწორი დაპროექტება შენობის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხების დაზოგვასა და კომფორტულ გარემოში ცხოვრებას სავსებით შესაძლებელს ხდის.

მეგა-მშენებლობების ტენდენციამ და გათბობა-გაგრილების სისტემების შემოღებამ დღევანდელ არქიტექტურაში ამოაგდო შუამავალი რგოლი, რომელსაც ბუნებრივი განიავების პრინციპი ჰქვია. დღეს საქართველოში იშვიათად თუ ითვალისწინებს ვინმე  მუდმივი ქარების მიმართულებას, ფასადების აეროდინამიკას და ა.შ. შედეგად კი ვიღებთ დახუთულ, გაუნიავებელ სივრცეებს, სადაც მაღალია ობის გაჩენის რისკი და ბინებს, სადაც ზაფხულში მუდმივად ვამუშავებთ კონდიციონერს.

May be a cartoon of text that says '3x3x 3 RCHI ARTS V Fluxo de ventos ao redor das edificações'

საბოლოოდ ეს ყველაფერი ისახება ჯანმრთელობაზე და მეპატრონის ჯიბეზე. ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად საჭიროა მარტივი პრინციპების ცოდნა, რომლებიც პროექტირებისას შენობის მიმართულების, ღიობების განაწილებისა და გეგმარებითი საკითხების გადაწყვეტისას უნდა გამოვიყენოთ.

No photo description available.

მაგალითად, ბინის ყიდვისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ვიტრაჟები რამდენიმე მიმართულებით გადიოდეს. კარგია, თუ ბინა შენობის რომელიმე კუთხეს ითვისებს ან სულაც გამჭოლია.

ბუნებრივი განიავების კიდევ ერთი საშუალებაა სახლის ორ მოპირდაპირე მხარეს ფანჯრების განთავსება. ამ მხრივ მივიღებთ ჯვარედინ, ორმხრივ ნიავს. ფანჯრების ასეთი განლაგება ნებისმიერი დაგეგმარების შემთხვევაშია სასურველი, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინა ვიწროა.

 

No photo description available.

ბინის ბუნებრივი განიავებით უზრუნველსაყოფად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მუდმივი ქარების მიმართულება. მაგალითად, ზღვისპირა ტერიტორიაზე ქარი სანაპიროს მიმართულებას მიჰყვება, მთიან თუ ბორცვიან რეგიონებში ნიავი დაღმართზე უბერავს, ზოგიერთ საზღვაო სივრცეს კი ძალიან ძლიერი ქარი ახასიათებს. შესაბამისად, მდებარეობის მიხედვით ფასადებს სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. ყურადსაღებია გარემო – ხშირად განსხვავებას არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ გარშემო მყოფი ლანდშაფტიც იძლევა. ის ან თქვენს საკეთილდღეოდ ან საწინააღმდეგოდ ამძაფრებს/ამცირებს ბუნებრივი განიავების ძალას. ადგილებზე, სადაც მუდმივად ძლიერი ქარია, აუცილებელია დამცავი გამწვანების ზოლისა და შენობა-ნაგებობების ქონა.

No photo description available.

May be an illustration

ფანჯრების ზომასა და დიზაინს დიდი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სახლის ბუნებრივ განიავებაზე. ჰაერის ბუნებრივი ვენტილაციისთვის ყველაზე მოსახერხებელია საგდულიანი ფანჯრები ანჯამებიანი ჩარჩოთი, რომელთა გამოღება ორმხრივადაა შესაძლებელი. ასეთი ფანჯრებით ნიავის სახლში სასურველი “დოზით” შემოტანას – საგდულიანი ფანაჯრის ფრთებით ნიავისთვის მიმართულების მიცემას შეძლებთ.

May be an image of text

ამასთან ერთად, ისიც უნდა უზრუნველვყოთ, რომ სახლში ბუნებრივი ნიავის შემომტან ფანჯრებსა თუ კარებს წინ არ ეღობებოდეს მასიური ავეჯი, რაც ჰაერის მთელ სახლში გავრცელებას შეაფერხებს. ”

No photo description available.

წარმოგიდგენთ რამდენიმე კარგ ილუსტრაციას, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტორებისთვის, არამედ მათთვისაცაა გამოსადეგი, ვისაც ბინის ან სახლის შეძენა სურს.

May be an illustration

May be a cartoon of text that says '3x3x 3 RCHI ARTS V Fluxo de ventos ao redor das edificações'

#სადვიცხოვრო: ბინა ტყვიავის ქუჩაზე

ივ ბეჰარის თანამედროვე დიზაინის კონცეფცია