in ,

საცხოვრებელი სახლის ბუტიკ სასტუმროდ გარდაქმნა – R312 architect-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

სასტუმრო “Hotel Heritage and suites” თბილისში, პეტერბურგის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდა ისტორიული ძეგლის რენოვაცია და მისი ფუნქციის ცვლილება – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან ბუტიკის ტიპის სასტუმროდ გადაკეთება.

საპროექტო დავალების თანახმად, ინტერიერს უნდა აესახა შენობის ისტორიული ხასიათი. თუმცა,  ეს არ უნდა მომხდარიყო ბუტაფორიული, ფსევდოისტორიული ატმოსფეროს შექმნის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორებმა უპირატესობა მიანიჭეს არტ დეკოს მიმართულებას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტერიერის დიზაინი ინსპირირებულია არსებულ ბინებში შემორჩენილი შპალერების ფერებით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ყველა ნომრისთვის ინდივიდუალური ფერთა კომბნაციის შექმნა, თუმცა, მუშაობის პროცესში ფერების რაოდენობა შემცირდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია არსებული ისტორიული ჭერები, რომელთა შენარჩუნების მიზნით, გეგმარებაში შეტანილი ცვლილებები მაქსიმალურად იქნა მათზე მორგებული, ხოლო ერთ სივრცეში შესაძლებელი გახდა ჭერის მხატვრობის აღდგენა.

სასტუმროს ცენტრალურ ელემენტს რეცეფცია და კიბის უჯრედი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში რეცეფციის ფუნქცია თაღის სივრცემ იკისრა, რომელიც ქუჩას შიდა ეზოსთან აკავშირებს და პირდაპირი ბმა აქვს კიბის უჯრედთან, რომელსაც ისტორიული სახე დაუბრუნდა.

რენოვაციამდე და რენოვაციის შემდეგ

ელექტრო გაყვანილობების დასაფარად ამ ზონაში კედლებზე დამონტაჟებულ იქნა თითბერის პოლირებული პანელები, რამაც განაპირობა თითბერის ელემენტების ყველა სივრცეში მონაწილეობა.

შიდა ეზოში განთავსებულ რესტორანში მთავარი ელემენტია მინის გადახურვა, განათება და გადახურვაზე მოწყობილი პოლირებული უჟანგავი ლითონის პანელები, რომელთა მთვარი ფუქციაა დაფაროს სასტუმროს გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური დანადგარები. ამას გარდა, შუშაბანდიდან ეზოში გახედვისას, პანელები შენობის ისტორიული ფასადის დეფორმირებულ აბსტრაგირებულ ანარეკლს აჩენს, ხოლო ღამით რესტორნის სახურავში განთავსებული განათების უსასრულო ანარეკლი ჩნდება და სივრცის დეფორმაცია მიიღება.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მოცემულ ობიექტზე მუშაობა განსაკუთრებული გამოცდილება იყო მათთვის. იმის გათვალისწინებით, რომ შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ოფისში მიღებული გადაწყვეტილებები საკმაოდ ძვირადღირებული ან შეუძლებელი აღმოჩნდა რეალობაში განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღება უმეტესად ხდებოდა არა სტუდიის სამუშაო სივრცეში, არამედ ადგილზე.

პროექტი რენოვაციამდე და რენოვაციის შემდეგ

ასევე  მნიშვნელვანია ის ფაქტი, რომ ყველა ნომრისთვის, მათი ფერთა გამიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეიქმნა ფერწერული ნამუშევრები, რომლებშიც ნაწილობრივ ინტერიერის ხასიათია აბსტრაგირებული.

ინტერიერის და შიდა ეზოს დიზაინი: R312 architects

ფასადების რესტავრაციის პროექტი: Art studio project

ფერწერა: ნანა ოჩიაური

Fitout : Archtrade,  Showroom.ge

Vogue-ს მოდის დირექტორის ფერადი კოტეჯი ტულუზაში

ახალგაზრდა წყვილის “მსუბუქი” და “ცოცხალი” სახლი ნოტინგ ჰილში