გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ შენობას აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, პროექტის ავტორებს ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრათ მუშობის პროცესში. შენობა იყო იმდენად ავარიულ მდგომარეობაში, რომ მისი დიდი ნაწილი არ ექვემდებარებოდა რესტავრაციას. თუმცა, დამკვეთისა და პროექტის ავტორების სურვილი იყო, მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ შენობის ღირებული ელემენტები და მათ ეს ძალიან კარგად შეძლეს.
შენობა ამ ეტაპზე ფუნქციონირებს როგორც ბუტიკ სასტუმრო და მასში განთავსებულია ოთხი აპარტამენტი, რესტორანი და ოფისი.
ფოტოგრაფი: რაფაელ არზუმანოვი