ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძე საკუთარი ეპოქის გამორჩეული ხუროთმოძღვარი იყო. იგი ცნობილია თავისი ქორწინების სასახლის პროექტით, რომელიც თბილისში მდებარე ბორცვზე დგას ავლაბარში. მდინარე მტკვირს ნაპირიდან აღმართული შენობა ქანდაკებას მოგვაგონებს, მისი რიტუალური ფუნქცია კი უტყუარია – იგი ზუსტად ტაძრის ზომის არის და მოპირკეთებულია იმ ქვით, რომელსაც საქართველოში შუა საუკუნეების ეკლესიებში იყენებდნენ. საბჭოთა არქიტექტორები კონცენტრირებულები იყვნენ უფრო პრაქტიკული, მასიური წარმოების შენობებზე. პროექტს სითამამის გარდა ისიც გამოარჩევს, თუ რომელ წლებში აშენდა – 1979 წელს შეუკვეთეს და 1984 წელს დასრულდა მისი მშენებლობა. ეს პერიოდი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო სტაგნაციის ხანა, როდესაც ცენზურა განსაკუთრებით აქტიური და სასტიკი იყო.
მარგარეტ ტეტჩერი უყურებს ქართულ ცეკვას რიტუალების სასახლეში, 1987
ბუცა ჯორბენაძის შედევრები თავისებურად ახლებურად აჩვენებს საბჭოთა დროის თანამედროვე არქიტექტურას და გამოირჩევა მონუმენტალიზმით. იგი დაიბადა 1925 წელს ქალაქ ხარკოვში და 1940-1946 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფეკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სამტრედიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციებში, 1956 წლამდე კი მოსკოვის “გიპროგორში” მიხაილ პარუსნიკოვის არქიტექტურულ სახელოსნოში. 1957 წლიდან ის თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა კალინის რაიონის მტავარ არქიტექტორადაც, 1980 წლიდან ბუცა ჯორბენაძე უკვე დამოუკიდებელი არქიტექტორი იყო. არქიტექტურული ნამუშევრების გარდა, მას ავს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის და ბებრისციხის ძეგლებზე. დღეს მას როგორც საქართველოს დამსახურებული არქიტექტორს და პიროვნებას სიე მოიხსენიებენ.
ბუცა ჯორბენაძე, ფარაჯანოვი და მსახიობი მარსელო მასტროიანი ბუცა ჯორბენაძის სახლში, თბილისში
მისი ნამუშევრებიც ისეთივე პროვოკაციული და კატეგორიულია, როგორიც მისი საყვარელი ფრანგი არქიტექტორის, ლე კორბუზიეს შედევრები. ბუცა ჯორბენაძეზე დაიწერა მრავალი წიგნი, 2002 წელს კი საშა რეხვიაშვილმა მის ცხოვრებასა და ხედვებზე ბიოგრაფიული ფილმიც გადაიღო. თავის დროზე ბუცა ჯორბენაძემ საქართველოში მარგარეტ ტეტჩერს უმასპინძლა და მას ქართული კულტურა გააცნო. ეს იყო ადამიანი, რომელიც მეგობრობდა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან ფრანცუა საგანი, ანდრეი ტარკოვსკი, მარჩელო მასტროიანი და ბევრი სხვა. არქიტექტორის შემოქმედება მართლაც რომ განსაკუთრებულია: რიტუალების სასახლე, ილიას მუზეუმი ყვარელში, ბათუმის ზღვისპირა პარკის და გაფორმების კონცეფცია, რიყის განაშენიანების საკონკურსო პროექტი, საქართველოს საკათედრო ტაძრის საკონკურსო პროექტი, სასტუმრო რაჭა ონში და სასტუმრო ჰერეთი ლაგოდეხში. მას ასევე აქვს რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი თბილისში, იალტასა და სოჭში.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი – საგამოფენო დარბაზი ყვარელში (თანაავტორი ქეთა კობახიძე)
„ბუცა ჯორბენაძე, ეს არის ძალიან ცნობილი სახელი და ცნობილი სახე ქართულ არქიტექტურაში. ბუცა იყო დიდი ინტელექტუალი, პოეზიის, თეატრის, კინოს, ხელოვნების, ლიტერატურის კარგი მცოდნე და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არქიტექტურის მსახური. სრულიად განსაკუთრებული ხედვის არქიტექტორი იყო. მე მგონია, რომ მიუხედავად ჩვენი დროის ასეთი კონტრასტულობისა, ბუცა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, არქიტექტურული პროცესი ბევრად უკეთესი და განსხვავებული იქნებოდა“ – იხსენებს არქიტექტორი ვახტანგ დავითაია (ამონარიდი წიგიდან „ბუცა – ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“).
ედუარდ შევარდნაძე ქორწინების სახლის გახსნაზე, თბილისობა, 1984
ასევე ქართველი გამოჩენილი არქიტექტორი ქეთა კობახიძე კი მას ასე ახასიათებს – „ვიქტორი თავისი ინტელექტითა და ინტელიგენტობით იყო გამორჩეული ადამიანი. მისი ჰუმანურობა, ადამიანების სიყვარულის ნიჭი და უზომო სიყვარული თავისი პროფესიისადმი, მისი ის თვისებებია, რომლებიც დაუვიწყარს ხდიდა მასთან ყველა შეხვედრას“ (ამონარიდი წიგიდან „ბუცა – ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“).
ბუცა ჯორბენაძე 1988 წელს გარდაიცვალა 73 წლის ასაკში. მისი სახელობის ქუჩა მდებარეობს თბილისში, ავლაბარში, სადაც არქიტექტორმა ცხოვრების ბოლო წლები გაატარა. მისი შემოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ღირებული არქიტექტურა უძლებს დროს.