კუალა ლუმპურში მდებარე Bvlgari-ის ფლაგმანური მაღაზიის ფასადი, ტრადიციულ მასალებზე ექსპერიმენტირებით, მდიდრული ბრენდის მემკვიდრეობის ახლებური ხედვაა. ის პირველია ბრენდის მიერ შექმნილი ფასადების რიგში. თიხისა და ბეტონის ფასადს ოქროს ძარღვები ანათებს. ფასადის სტილი რომში მდებარე ლეგენდარული Bvlgari via Condotti-ის კარნიზს მოგვაგონებს.
საუკუნეზე მეტია, Bvlgari იტალიური სტილის ტემპის მოკარნახეა და ამას შორსმჭვრეტელი, შემოქმედებითი სულით აკეთებს. ეს რომის უკვდავი ხელოვნებითა და თანამედროვე სტილით შთაგონებული სულია. დიზაინი დაფუძნებულია მდიდრული ბრენდის მემკვიდრეობაზე.
Bvlgari via Condotti-ის კარნიზი-ელემენტების კრებულია, რომლებიც ასიმეტრიულად გამოიყენება მთელი მსოფლიოს ფასადებში. ხატოვანი მარმარილოს ფასადი შექმნილია მასალებზე ექსპერიმენტების გზით.
MVRDV კუალა ლუმპურში ექსპერიმენტებს ატარებდა ფასადზე, რომელიც დღის შუქზე მის ორგანულ მატერიალურობას უსვამს ხაზს, ხოლო ღამე დრამატულ ელექტრო ეფექტს იძლევა. ინოვაციური ფასადი დელფის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ტენსოფორმასთან თანამშრომლობით შეიქმნა. მინის რკინაბეტონი შაბლონების მიხედვით დაიჭრა, შეივსო თიხით და ქარვისფერი შუქდიოდებით განათდა. უჟანგავი ფოლადის ფილა თიხის ფენის საძირკვლადაა გამოყენებული, ხოლო ფილების შეერთების ადგილები მოხერხებულადაა ჩამალული და ინტეგრირებული დაძარღვულ ზედაპირზე.
დღისა და ღამის შუქზე ბულგარის ფასადი სასურველ ეფექტს აღწევს, როდესაც თბილი ქარვისფერი ნათებით ანათებს.