დღევანდელ სტატიაში მინდა გაგაცნოთ პრემიუმ კლასის რბილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია Calia Italia, რომელიც იტალიაში, ულამაზეს ქალაქ – მატერაში, ლიბორიო ვინჩენცო კალიას მიერ დაარსდა.
1965 წლიდან დღემდე Calia Italia ერთ-ერთი უმსხვილესი რბილი ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა იტალიაში, იგი ყოველწლიურად 50-ზე მეტი სახეობის ახალ მოდელს აწარმოებს. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია 40 სხვადასხვა საფარითა და 400-ზე მეტი ფერის ვარიაციით.
წარმოების პროცესში თითოეული პროდუქტი გადის მკაცრ შემოწმებას, როგორც ტექნიკური მახასიათებლების, ისე დიზაინის მიმართულებით.
კუთხის დივანი Sommier-ი გამოირჩევა დახვეწილი და ორიგინალური ფორმებით. ამ მოდელს გააჩნია საზურგისა და სახელურის მოძრავი მექანიზმები, რომლებიც მისი ზედაპირის სრულად გამოყენების საშუალებას გვაძლევს. მარტივად არის შესაძლებელი დივნის გადაკეთება კომფორტულ საწოლად. Calia Italia-ს ეს გამორჩეული დივანი, არის ის მოდელი, რომელიც შესანიშნავად ერგება ნებისმიერ ინტერიერს, სახლსა თუ ცხოვრების წესს.
კომფორტი,სიმსუბუქე და ელეგანტურობა – ეს ყველაფერი გაერთიანებულია Dragees-ის მოდელში, რომელიც ლითონის მაღალ ფეხებზეა წარმოდგენილი. Dragee-ის მოდელს ასევე გააჩნია მაღალი საზურგე, სრულყოფილი კომფორტისთვის კი მოზრდილ ვერსიებს დამატებული აქვს ფუნქციური მრგვალი მაგიდა. ელიტ ელექტრონიქსში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დივანი Dragee-ის ტყავის და ნაჭრის მოდელები.
Calia Italia-ს პრემიუმ დიზაინის ავეჯის მოდელები, იდეალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის. მათი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე ბრენდი საშუალებას იძლევა დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებელი. 2022 წლიდან საქართველოში Calia Italia-ს ექსკლუზიურ პარტნიორს კომპანია ელიტ ელექტრონიქსი წარმოადგენს. Calia Italia-ს უახლესი კოლექციების შეძენა კი მომხმარებელს შეუძლია როგორც ელიტ ელექტრონიქსის თბილისის (ქავთარაძის N1) და ბათუმის (გორგილაძის 94) ფილიალებში, ასევე ონლაინ ee.ge-ზე.
[R]