ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ქალაქ ვიჩენზაში მცხოვრები კატელანების ოჯახში შვიდი ვაჟი იზრდებოდა, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა ხის სურნელი, ხელსაწყოების ხმაური და სხვა მომნუსხველი დეტალები, რომლებიც ავეჯის შექმნის ჯადოსნური ხელობის ნაწილია. შვიდი ძმიდან ხუთმა განაგრძო დურგალი მამის ხელობა. მათ შორის ორი ძმა, ჯორჯო და სილვია კატელანები აღმოჩნდნენ მაქსიმალისტები, რომელთა ხედვა სამუდამოდ შეცვლიდა ოჯახის ცხოვრებას. ძმებმა გადაწყვიტეს ოჯახური ტრადიცია ბრენდის კონცეფციად ექციათ და 1979 წელს დააარსეს ხარისხითა და დახვეწილი პროდუქციის წარმოებით სახელგანთქმული იტალიური ბრენდი, Cattelan Italia, რომლის უნიკალური ხელწერა დიზაინის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
თავდაპირველად ჯორჯო და სილვია მარმარილოს ავეჯს ქმნიდნენ, ძირითადად სასადილო და ჟურნალის მაგიდებს, და ავეჯს საექსპორტოდ ამზადებდნენ. ამ გზით ძმების კომპანიამ მალევე მოიპოვა პოპიულარულობა იტალიის საზღვრებს მიღმა, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შორეუული აღმოსავლეთის ქვეყნებში. Cattelan Italia სწრაფად იმკვიდრებდა თავს, როგორც ძვირფასი, გემოვნებიანი ავეჯის მწარმოებელი ბრენდი. სულ მალე, 1982 წელს ძმებმა თავიანთი პირველი დიდი სამშენებლო ქარხანა ააგეს, რომელიც 33,000 კვადრატულ მეტრის ფართობზეა გადაჭიმული.
ხალხი სულ უფრო და უფრო იტაცებდა Cattelan Italia-ს ავეჯს და ბრენდის მიერ წარმოებული ნივთები ვეღარ ახერხებდნენ მომხმარებლის მოთხონის დაკმაყოფილებას, ამიტომ 1989 წელს მათი კოლექცია საგრძნობლად გაფართოვდა და კომპანიამ დაიწყო უფრო მეტი სახის ავეჯის წარმოება ინტერიერის დიზაინისთვის – სკამების, თაროების, სავარძლების, სარკეების, მაგიდების და ა.შ. მარმარილოს გარდა Cattelan Italia-მ დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება ტყავზე, მეტალზე, ხესა და მინაზე.
ბრენდმა ისეთ დიზაინერებსა და არქიტექტორებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიც არიან ტოშიუკი იოშინო (Toshiyuki Yoshino), Plazzogna, პიერო დე ლონგი (Piero De Longhi), ემილიო ნანი (Emilio Nanni), Studio Cà Nova, Gruppo grafite, Shito, Jackson, Lucatello და ა.შ. ჯორჯო კატელანის დაუღლელმა ამბიციამ და საოცარმა ბიზნესხედვებმა კომპანიას საყოველთაო აღიარება მოუტანა. მაგალითად, Cattelan Italia-ს სკამმა „Bella”-მ დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციურობის გამო მიიღო ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე, “NEO CON”-ზე, რომელიც ჩიკაგოში ტარდება.
1995 წელს ბრენდის მმართველობის სადავეები კატელანების ახალ თაობას, ლორენზო და პაოლო კატელანებს გადაეცათ. ლორენცო კატელანს კომპანიის იმიჯზე, არტისტულ და გრაფიკულ მხარეებზე ზრუნვა ევალებოდა, თუმცა 2002 წელს მან Cattelan Italia დატოვა და ტოსკანაში გადასახლდა ვენახებისა და ღვინის ბიზნესში ჩასართველად. დღესდღეობით კომპანიას პაოლო კატელანი მართავს, რომელიც ჯორჯოსგან მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით უძღვება ამ გიგანტურ კომპანიას და მუდმივად მის განვითარებაზეა ორიენტირებული.
2011 წელს Cattelan Italia-მ შეიძინა ცნობილი ავეჯისა და განათების მწარმოებელი კომპანია ARKETIPO და ავეჯის ტრანსფორმაციის, განახლებისა და დიზაინის შეცვლის ბიზნესშიც ჩაერთო, რამაც ბრენდს სულ ახალი თვალსაწიერი და პოტენციალი გადაუშალა თვალწინ.
ბრენდი დღესაც ფართოვდება – მისი პროდუქცია მსოფლიოს 96 ქვეყნის 4000-ზე მეტ შოურუმში იყიდება და სულ უფრო პოპულარული ხდება. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ Cattelan Italia დღეს ძვირადღირებული გემოვნების სინონიმადაა ქცეული.