in

Cersaie-ს გამორჩეულ კოლექციებს IPS საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის

IPS
IPS

Cersaie გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველწლიური კერამიკული ფილებისა და სააბაზანო მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ბოლონიაში ტარდება. მისი ისტორია 1983 წლიდან იწყება და ამ სფეროს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ექსპოში მონაწილეობას იღებს ყველა წამყვანი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდი, რომლებიც თავიანთ განახლებულ კოლექციებსა და პროდუქციას წარუდგენენ ფართო აუდიტორიას.

ქართულ ბაზარზე სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანია IPS, რომელიც ინტერიერის, ფასადისა და თრეიდის მიმართულებით მუშაობს, თანამშრომლობს Cersaie-ში მონაწილე ცნობილ ბრენდთან და მათ მასალებს საქართველოში ხდის ხელმისაწვდომს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია IPS-ის რამდენიმე პარტნიორი კომპანია:

Atlas Concorde — რომელმაც “Uniqueness Has a Place”-ის კონცეფციით მცირე და ფართოფორმატიანი ფილები, სამზარეულოს ზედაპირები და ავეჯის კოლექციები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Atlas Concorde წელს კანის ფესტივალის თანა-მასპინძელია და Cersaie-ზეც მასშტაბური სტენდით იყო წარმოდგენილი.

Sicis — მსოფლიო ბაზარზე ლიდერი ბრენდია ზედაპირების წარმოებით, განსაკუთრებით კი მოზაიკის მიმართულებით. წელს ფილების და მოზაიკის გარდა, ბრენდმა პირველად წარმოადგინა სააბაზანოებისა და სააბაზანო აქსესუარების კოლექცია, შესრულებული საკუთარი საავტორო ტექნოლოგიით – Vetrite. Vetrite — ეს არის ლამინირებული შუშა დეკორატიული, რიგ შემთხვევებში ამონათებული, ჩანართი, რომელიც ინტერიერს მატებს დაუვიწყარ, ჯადოსნურ ეფექტს.

ექსპოზე გამოირჩეოდა IPS-ის კიდევ ერთი პარტნიორი ბრენდი — Cottodeste, განახლებული Kerlite-ის ტექნოლოგიით. ეს არის ლამინირებული კერამიკული ზედაპირები, მსუბუქი, მარტივად მოსავლელი, ეკომეგობრული და დახვეწილი დიზაინით, რომელიც დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა საქართველოში მხოლოდ IPS ფასადისა და IPS ინტერიერის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი.

გარდა პროდუქციის წარდგენისა, Cersaie-ს გამოფენაზე გამოიკვეთა ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების ძირითადი ტენდენციები და მიდგომები. მაგალითად, წელს სამშენებლო სფეროს პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში დომინირებს ბუნებასთან სიახლოვე და ეკომეგობრულობა. ძალიან პოპულარულია ზედაპირები მარმარილოს, ბუნებრივი ქვის და მინერალების ტექსტურით. ასევე, დიდი მოთხოვნით სარგებლობს კერამიკული ფილა, რომელიც შენობის მოფასადებისთვის უძველესი გამოცდილებაა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. საფასადო კერამიკული ფილა არის ეკომეგობრული, აქვს კარგი თბო და ხმის იზოლაცია, უძლებს სხვადასხვა კლიმატურ პირობებს და დიდხანს ინარჩუნებს ესთეტიკურ იერსახეს.

გარდა ექსტერიერისა, კერამიკული ფილა ხშირად გამოიყენება ინტერიერშიც, რადგან ესთეტიკური მიმზიდველობითა და კომფორტულობით ხასიათდება. არის საკმაოდ მარტივი მოსავლელი, უძლებს სხვადასხვა კლიმატურ თუ საყოფაცხოვრებო პირობას, მრავალფეროვანია და განსხვავებულ დიზაინებს ერგება.

არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ფილები შესაბამისი დანიშნულებით – სამზარეულოს ფილები, სააბაზანოს ფილები, აივნის და გარე სივრცის ფილები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ფართოფორმატიანი ფილების გამოყენება, რომელიც იდეალურად ერწყმის განსხვავებულ სტილისტიკას.

კერამიკული ფილების გამოყენებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია სწორი მონტაჟის უზრუნველყოფა, რადგან კერამიკული ფილა მაქსიმალურად ეფექტურია, თუკი ის ყველა წესის დაცვით მონტაჟდება პროფესიონალი ხელოსნების მიერ. IPS კი ხარისხიანი ინტერიერისა და საფასადო მასალის მიწოდებასთან ერთად, სამონტაჟო მომსახურებასაც უმაღლესი სტანდარტით ასრულებს. რადგან გარდა იმისა, რომ კომპანია ფილების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს, ასევე შესრულებული აქვს საფასადო და ინტერიერის 100-ზე მეტი პროექტი, რომელიც მაღალი დონის კვალიფიციური, გადამზადებული კადრების მიერ ხორციელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ IPS ფასადი კერამიკული ფილების ალტერნატიულ საფასადო მასალების მოწოდება-მონტაჟსაც ახდენს: ფიბროცემენტი, სხვადასხვა ტიპის ალუმინი, მეტალის და ხის კონსტრუქციები და მაღალი წნევით დაწნეხილი ლამინატი ე.წ. HPL. საფასადო მასალების შერჩევა კი პროექტის შესაბამისად ხდება, სადაც კომპანია (დამკვეთთან თანამშრომლობით) დიზაინის, გარე ფაქტორების, ფუნქციურობისა და მონტაჟის სპეციფიკის გათვალისწინებით არჩევს შესაბამის პროდუქტს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, IPS ფასადი და IPS ინტერიერი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და კერამიკული ფილების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. Atlas Concorde-ის, Sicis-ისა და Cottodeste Kerlite-ს უახლესი კოლექციების გარდა, რომლებიც წელს Cersaie-ზე ბუნებრიობის და ახალი ტექნოლოგიის სინთეზით ხასიათდებოდა, IPS საქართველოში წარმოადგენს სხვა საერთაშორისო ბრენდებს საფასადო და ინტერიერის მიმართულებით. ბრენდებისა და შესრულებული პროექტების დათვალიერება კი IPS-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

[R]

მოძრავი სახლი, რომელიც გარემოს ჰარმონიულად ერწყმის

დიდი სივრცის ტრანსფორმაცია ორ ფუნქციურ ბინად — ირმა გოგიაშვილის პროექტი ფიროსმანის ქუჩაზე