in

Cesca Chair – მარსელ ბროიერის მიერ შექმნილი საკულტო სკამი

Cesca-ს სკამი არქიტექტორ მარსელ ბროიერის საკულტო ქმნილებაა, რომელსაც მისი ნაშვილები ქალიშვილის სახელი ეწოდა. ეს არის სკამის პირველი დიზაინი, რომელშიც გამოყენებულია ფოლადის მილის ჩარჩო. არსებობს ვერსია, რომ ბაუჰაუსის სკოლაში მუშაობისას ბროიერი ველოსიპედით ხშირად სეირნობდა და სწორედ ველოსიპედის სახელურმა მისცა მას ავეჯის დიზაინში მოხრილი ფორმის ფოლადის მილების გამოყენების იდეა.

დიზაინერმა შეიმუშავა სკამის დიზაინი, რომელსაც არ აქვს სტანდარტული ოთხი ფეხი და ის მხოლოდ მილებს ეყრდნობა. რაც შეეხება საზურგეს, ის ძირითადად წიფლისა და ლერწმის მასალისგან მზადდება.

სკამის დიზაინი მარსელს დაპატენტებული არ ჰქონდა და მალე მისი სხვადასხვა ქარხნის მიერ წარმოებული ასლების ყიდვა გახდა შესაძლებელი. Cesca-ს სკამები იყიდებოდა ყველგან, სუპერმარკეტებშიც კი. ასე მოიპოვა სკამმა მასობრივი პოპულარობა და მისი წარმოება დღემდე გრძელდება, ხოლო ფასი მყიდველის სურვილების, მასალისა და ხარისხის მიხედვით განსხვავდება და 50$-დან იწყება.

სკამის მოდელს, რომლის დიზაინიც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული ბროიერის მიერ, ავეჯის ბრენდი Knoll აწარმოებს და მისი ფასი დაახლოებით 1000$-მდე მერყეობს. Knoll-მა ის მყიდველებს 1968 წელს წარუდგინა.

როგორ შეგვიძლია დავზოგოთ გათბობის ხარჯები თერმოსტატის გამოყენებით?

რომელ სეზონზე სჯობს რემონტის გაკეთება და რატომ?