in

Chanel -ის შუშის სახლი ამსტერდამში

Alliance Group
Alliance Group

ამსტერდამში მდებარე თაუნჰაუსის აგურის ფასადის გამჭირვალე ასლით ჩანაცვლების მიზნით , კომპანია Mvrdv-მ შუშის დამზადების ნოვატორული ტექნოლოგია გამოიყენა. ის გაცილებით უხდება ახალ მასპინძელს – Chanel-ის ბუტიკს.

შუშის სახლის ინოვაციურ ფასადში გამოყენებულია შუშის აგურები და ფანჯრის ჩარჩოები, რაც იმეორებს ქალაქის ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

შუშის აგურები ერთმანეთზე გამჭირვალე ზემედეგი წებოთია დამაგრებული. კომპანია Mvrdv-ს მონაცემებით, კონსტრუქცია ბევრი მახასიათებლით ბეტონზე მდგრადია, რაც ექსპერიმენტების დროსაც დადასტურდა.

ზედა სართულებზე შუშის ელემენტები ერწყმის ორიგინალურ ტერაკოტურ წყობას და ჩამოღვენთილი კედლის ილუზიას ქმნის.

არქიტექტორები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია მსოფლიოს ცენტრალურ ქალაქებში, სადაც ფასადად უმეტეს შემთხვევაში ჩვეულებრივი შუშის ვიტრინებია გამოყენებული, ადგილობრივი ხასიათის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

„ჩვენ ვუთხარით კლიენტს: მოდით დავაბრუნოთ ის, რასაც დაანგრევენ და თან უფრო ლამაზად გავაკეთოთ ეს“-თქვა ვინნი მაასმა, Mvrdv -ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ჩვენ ვქმნით ფლაგმანური მაღაზიის შესანიშნავ სივრცეს, პატივს ვცემთ ჩვენს გარშემო არსებულ სტრუქტურას და პოეტური ინოვაციები შეგვაქვს შუშით მშენებლობაში.

ამ ქუჩის ბევრმა შენობამ დაკარგა თავისი პირველყოფილი არქიტექტურა. Mvrdv-ს არ უნდოდა იგივეს გაკეთება, თუმცა ძველი ფასადის შუშის აგურებით აღდგენა აქამდე არასდოს გამოყენებულა.

კონცეფციის შემუშავების შემდგომ სტუდია მუშაობდა სპეციალისტებთან, რათა შეემუშავებინათ ტექნოლოგია, რომელიც მათ ამის განხორციელების საშუალებს მიცემდა. შუშის მწარმოებელმა გუნდმა „პოეზია“ ვენეციაში ჩამოასხა აგურები სპეციალური შუშისგან, ხოლო გერმანულმა კომპანიამ წარმოადგინა წებო.

წარმოების პროცესში საჭირო იყო   ულტრაიისფერი შუქები და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული ხარისხის ლაზერი.

აღნიშნულ პროექტზე 10 ექსპერტი მუშაობდა ყოველდღიურად ერთი წლის განმავლობაში და ეს პროცესი ლაბორატორიულ მუშაობას უფრო წააგავდა ვიდრე მშენებლობას. კომპანია „შუშის სახლს“ მომავლის მშენებლობაში შუშის გამოყენების საწყის წერტილად  მიიჩნევს.

მასალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ იგი მეორადი გადამუშავებისთვის არის ვარგისიანი. მშენებლობის  დროს რამდენიმე არასრულყოფილი აგური გადამუშავდა და გადაკეთდა. ასე, რომ მომავალში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მთელი ფასადის რეფორმირება.

“საქართველოში ინტერიერის დიზაინერის პროფესიის დაფასება ძალიან ახალი მოვლენაა” – ანუკა თავართქილაძე

სახლი ბიბლიოთეკა – Atelier Branco Arquitetura