in

ჩარლზ რენი მაკინტოში — არქიტექტორი, რომელმაც კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო

გლაზგოს ხელოვნების სკოლის ცნობილი არქიტექტორი და დიზაინერი ­— ჩარლზ რენი მაკინტოში 1868 წლის 7 ივნისს გლაზგოში დაიბადა. იგი რეიდის საჯარო სკოლაში და ალან გლენის ინსტიტუტში სწავლობდა. მას არქიტექტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა, ამიტომ კარიერა საკმაოდ ადრე, 16 წლის ასაკში დაიწყო, შეუერთდა ადგილობრივ არქიტექტორს და მასთან მუშაობა დაიწყო. ამასთან, ჩარლზს არ სურდა, რომ ამ რუტინას მისი სწავლა შეეფერხებინა, ამიტომ, 1883 წლიდან 1894 წლამდე, გლაზგოს ხელოვნების სკოლაში საღამოს სმენაში სწავლა განაგრძო.

გლაზგოში სწავლისა და წვრთნის დასრულებისთანავე, იგი 1889 წელს Honeyman & Keppie-ს ოფისში გადავიდა და მხაზველად დაიწყო მუშაობა. თავდადებამ და შრომისმოყვარეობამ ჩარლზს 1901 წელს იმავე პრაქტიკაში პარტნიორობა მოუტანა. გლაზგოში წარმატებული მოღვაწეობის მიუხედავად, 1913 წელს მაკინტოში საცხოვრებლად საფოლკში გადავიდა და იქ თავისი კერძო ფირმა დააარსა.

Martyrs-ის საჯარო სკოლა

ჩარლზ რენი მაკინტოშს ძალიან უყვარდა ახალი იაპონური სტილი — იაპონიზმი, რომელიც გლაზგოში იყო გაბატონებული. იგი აფასებდა ამ მიმდინარეობის მარტივ ფორმებს, ბუნებრივ მასალებს, ეკონომიურ შეზღუდვებს, ტექსტურებს და სინათლისა და ჩრდილების გამოყენებას. სწორედ ამ დროს გაჩნდა ახალი მოძრაობა „მოდერნისტული იდეებით“ და მაკინტოში ამ მოძრაობის აქტიური მონაწილე გახდა. ის ყოველთვის დიზაინის ფუნქციონალურობასა და მომხმარებელთა კომფორტზე იყო ფოკუსირებული. მაკინტოშმა არტ ნუვო იაპონური ხელოვნების სიმარტივესთან შეაერთა და მშენებლობა ხალხის საჭიროებების მიმართ დიდი მგრძნობელობით დაიწყო.

Queen’s Cross Church, გლაზგო

სხვადასხვა სტილზე მუშაობისას და სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული განსხვავებული ტექნიკების პოპულარიზაციისას, მაკინტოშმა თანდათან საკუთარი სტილის განვითარება მოახერხა. საკუთარი კარიერის შემდგომ ეტაპზე ჩარლზი უფრო მეტად მიისწრაფოდა ორგანული დიზაინისკენ. იმ დროიდან მაკინტოშის ნამუშევრებმა არქიტექტურაში წარმოაჩინა საპირისპირო ელემენტების ინტეგრაცია, როგორიცაა ნათელი და ბნელი, შავი და თეთრი, მამაკაცური და ქალური, თანამედროვე და ტრადიციული.

Ruchill Church Hall, გლაზგო

ჩარლზი დიდ ყურადღებას აქცევდა დიზაინის, დეკორაციის, ავეჯისა და შენობის ყველა მახასიათებლის დეტალებს და ამ დეტალების უმეტესობაზე მისი მეუღლე ზრუნავდა. მიუხედავად დაფასებისა, რომელიც მან თავისი ინოვაციური სტილისა და რევოლუციური კამპანიების წყალობით მოიპოვა, დადგა დრო, როდესაც მაკინტოშის ნამუშევრები აღტაცებას აღარ იწვევდა. მისი პროფესიული ცხოვრება ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ბევრი სხვა წარმატებული და მნიშვნელოვანი არქიტექტორის მოღვაწეობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩარლზის მიერ ამ სფეროში შეტანილი წვლილის გამორჩეული მასშტაბებისა და მყარი გავლენის იგნორირება შეუძლებელია. მისი ყველა ძირითადი პროექტი 1896 წლიდან 1906 წლამდე პერიოდში განხორციელდა. კრიტიკოსები მის დაცემას ტრაგედიას უწოდებენ, რადგან იგი მშობლიურმა ქალაქმა და არქიტექტურულმა დაწესებულებამ უარყო. 1920 წელს მაკინტოშმა საერთოდ მიატოვა არქიტექტურა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები მხატვრობას მიუძღვნა. 1928 წლის 10 დეკემბერს, 60 წლის ასაკში, იგი ლონდონის მოხუცთა თავშესაფარში კიბოთი გარდაიცვალა.

Scotland Street School Museum
Willow Tearooms, გლაზგო
ხელოვნების სკოლა გლაზგოში
Hill House, ჰელენსბურგი

House for an Art Lover, შოტლანდია

4 ადგილი თბილისში, სადაც დიზაინერულ ხალიჩებს შეიძენთ

2023 წლის მთავარი ტენდენციები სამზარეულოს დიზაინში