in

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კედელში ჩასაშენებელი ონკანის გამოყენება?

ჩასაშენებელი ონკანი შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ზედაპირზე, სამზარეულოში და თავად საშხაპე პანელზეც კი. მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ აღჭურვილობა მთლიანად კედელშია დამალული და იდეალურადაა მორგებული ოთახის ინტერიერს. ამ მახასიათებლების გამო ასეთი ონკანები ძალიან პოპულარულია.

ჩასაშენებელ ონკანს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ის ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, გეხმარებათ სივრცის დაზოგვაში და გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია რადგან ტექნიკა დაფარულია და არ ხვდება წყლის წვეთები, ორთქლი, მდგრადია ტენიანობის მიმართ და ასე შემდეგ.

მაგრამ ჩასაშენებელი სისტემის უარყოფითი მხარეები აშკარაა და ისინი მონტაჟის სპეციფიკაშია გამოხატული. მონტაჟის დროს კეთდება სპეციალური ხვრელი კედელში, რომლის სიღრმე დაახლოებით რვა სანტიმეტრია.

ძირითადი მოწყობილობები კედელში იმალება და დასრულების შემდეგ მას სხვადასხვა სარემონტო მასალით ფარავენ, ყველაზე ხშირად ეს მასალა კერამიკული ფილებია. იმის გამო, რომ კედელი მთლიანად იფარება, ონკანის გაფუჭების შემთხვევაში, მისი დემონტაჟი მოგიწევთ, რადგან სხვაგვარად ონკანის შეცვლა შეუძლებელია.

როდესაც ონკანი ფუჭდება, თქვენ გიწევთ, რომ კედლის ის ნაწილი, სადაც სისტემაა ჩაშენებული, მთლიანად მოანგრიოთ, აღმოაჩინოთ გაფუჭებული ნაწილი და სცადოთ მისი შეკეთება, თუმცა თუ ეს შეუძლებელია, მთლიანი სისტემის შეცვლა ერთადერთი გამოსავალია.

იგივე მეთოდი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ონკანი არ გაფუჭებულა და თქვენ უბრალოდ მისი შეცვლა გსურთ განახლების, დიზაინის შეცვლის ან სხვა მიზნით.

როდესაც იწყებთ სისტემის შეცვლას, ხელახლა გიწევთ თითოეული პროცედურის გავლა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, თუ სისტემა კერამიკული ფილებით გქონდათ დაფარული, მისი დემონტაჟის შემდეგ მოგიწევთ ფილების ხელახლა შეძენა და დამონტაჟება.

ასე რომ, მიუხედავად იმისა. რომ ჩასაშენებელი ონკანი საკმაოდ დახვეწილი და პრაქტიკული არჩევანია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრობლემის შემთხვევაში, მისი შეცვლა ან შეკეთება საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.

7 ადგილი თბილისში, სადაც საახალწლო გვირგვინს შეიძენთ

რომელი ბრენდის ღუმელი შევიძინო? – 5 შესაძლო ვარიანტი ქართულ ბაზარზე