სამზარეულოს დიზაინი ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ ღია დაგეგმარება, უბრალოდ, კარების გამოყენებაზე უარის თქმას ნიშნავდა. მას შემდეგ არქიტექტურული ტენდენციები გაჩნდა და გამოჩნდა საცხოვრებლები შიდა კედლების გარეშე. დღესდღეობით უჩვეულო აღარაა მისაღების, სამზარეულოსა და სასადილო ზონის გაერთიანება, პირიქით, ღია დაგეგმარება დღეს საკმაოდ გავრცელებულია.
ნებისმიერი ფუნქციური სამზარეულოს ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ღუმელია, რომელიც აუცილებელი მოწყობილობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდ წვეულებებს მასპინძლობთ. თუ სამზარეულოს რეკონსტრუქციას აპირებთ ან ახლა აგეგმარებთ, ჩაშენებული ღუმლის დამონტაჟებაზე უნდა დაფიქრდეთ.
ჩაშენებული ღუმლის უპირატესობები
ჩაშენებული ღუმლის დამონტაჟება იდეალური საშუალებაა მინიმალისტური ინტერიერის მისაღებად. ქვემოთ ჩამოთვლილია ამ მოწყობილობის უპირატესობები.
მარტივად მისადგომობა
ჩაშენებული ღუმელი ერგონომიკის გათვალისწინებით იქმნება. კერძის შესამოწმებლად ან მის გამოსაღებად დახრა არ არის საჭირო. ასეთი ტიპის ღუმელი თვალის სიმაღლეზე მონტაჟდება, რათა მზარეულებმა მაქსიმალურად კომფორტულად იმუშაონ.
დახვეწილი დიზაინი
ჩაშენებული ღუმელი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც სამზარეულოს გადაკეთებას ან ახალი პროექტის შექმნას აპირებს. აღსანიშნავია, რომ კედლის ღუმელები საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა.
ორმაგი მოცულობა
ბაზარზე ხელმისაწვდომია ორმაგი მოცულობის ჩაშენებული ღუმელები. ისინი შესანიშნავი არჩევანია მზარეულებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამზარეულოში დროის გატარება უყვართ. შესაძლებელია, სრული ზომის ჩაშენებული ღუმელი პატარა ღუმელთან დააკავშიროთ, რათა მათ მთელი კედელი არ დაიკავოს.
მრავალმხრივობა
კედლის ღუმელი სამზარეულოში ტექნიკის უკეთ გადანაწილების საშუალებას იძლევა. ტრადიციული ქურა ღუმელსა და სანთურებს აერთიანებს. ამ შემთხვევაში ეს სივრცე ცენტრალური ადგილი იქნება კერძების მოსამზადებლად. მათი დაყოფით მინიმალისტურ ინტერიერს შექმნით. თუ კერძების გაზის სანთურებით მომზადება და, ამავდროულად, ელექტრო ან კონვექციური ღუმლის გამოყენება მოგწონთ, ჩაშენებული ღუმლის გამოყენებით შეძლებთ, ეს კომფორტი შეიქმნათ.
რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”