უძრავი ქონების შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მთავარია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. აუცილებლად ყურადღებით აწონ-დაწონეთ თითოეული დადებითი და უარყოფითი მხარე, განიხილეთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი, რათა თქვენთვის შესაფერისი ბინის შერჩევა უფრო მარტივად შეძლოთ.
ორი ფაქტორი საცხოვრებლის შერჩევისთვის
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად ყიდულობთ საცხოვრებელს – პირველად თუ მეორად ბაზარზე. ახალ კორპუსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მიიღებთ კომფორტის მაღალ დონეს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას, სივრცის თქვენი სურვილისამებრ დაგეგმარების შესაძლებლობას, ასევე თანამედროვე კომუნიკაციებსა და რემონტს. ეს ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზე და სურვილებზეა დამოკიდებული. ამ ვარიანტის ერთადერთი “უარყოფითი მხარე” არის ის, რომ შეძენის შემდეგ ბინაში დაუყოვნებლივ ვერ გადახვალთ, საჭირო იქნება რემონტის გაკეთება. მეორადი ბაზარი განკუთვნილია მათთვის, ვინც სახლში გადასვლას ყიდვისთანავე გეგმავს.
პირველი მნიშვნელოვანი პუნქტი არის საცხოვრებელი ფართის ადგილმდებარეობა, ასევე, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა. გაარკვიეთ, თუ რა მანძილზეა განთავსებული თქვენთვის საჭირო დაწესებულებები.
მეორე საკითხია საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების რეალისტურად შეფასება, რათა ვალი მძიმე ტვირთად არ დაგაწვეთ.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, თუ სად შეიძენთ საცხოვრებელს – ახალ კორპუსში თუ ძველ შენობაში, შეარჩევთ ტერიტორიას, სართულსა და სასურველ ფართობს, დაადგინეთ მისი ხარისხობრივი მდგომარეობა, კერძოდ, რა მდგომარეობაშია იატაკი, კედლები და ჭერი. შეამოწმეთ შესასვლელი კარი, ფანჯრები და შიდა კარები. ასევე, დიდი ყურადღება მიაქციეთ ხედს.
და კიდევ ერთი რჩევა, შეეცადეთ შეიძინოთ დიდი ბინა, რადგან რემონტის გაკეთებას ყოველთვის შეძლებთ, მაგრამ ფართობის გაზრდას – ვერა.
ბინის შიდა სივრცის მდგომარეობის გარდა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა სადარბაზოების და კიბეების მდგომარეობა, ირგვლივ სათამაშო მოედნისა და სკვერების არსებობა. დააკვირდით სახლის გარე მდგომარეობას: აქვს თუ არა შენობას ბზარები ან ძველი სახურავი, რომელიც წლებია ჟონავს და ამ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევს. შესაძლოა, ამ ყველაფერმა მომავალში ბევრი პრობლემა გამოიწვიოს, ბინას ხომ გრძელვადიანი პერიოდით ყიდულობთ.
სწორედ ამ უკანასკნელი პუნქტის გათვალისწინებით, ბევრად გამართლებულია ბინის შეძენა ახალ აშენებულ კორპუსში, სადაც თქვენი მთავარი “თავსატეხი” კონკრეტული ფართის შერჩევა იქნება, დანარჩენი მნიშვნელოვანი დეტალები კი გადამოწმებას არ საჭიროებს, ვინაიდან ახალ აშენებული შენობებში შიდა გაყვანილობა, ინფრასტრუქტურა და სადარბაზოს იერსახე იდეალურ მდგომარეობაში დაგხვდებათ. თბილისში დღეს ამ მხრივ დიდი არჩევანი არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი ნამაი ვაკეა. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. კომპლექსი სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აგებული, რაზეც ისეთი დეტალები მეტყველებს, როგორიცაა მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება.
რომ შევაჯამოთ, ბინის შერჩევისას მთავარია, ყველა ემოცია გვერდზე გადადოთ და თქვენთვის რეალურად საჭირო საცხოვრებლის პოვნაზე ფოკუსირდეთ. ბინა თქვენი მოთხოვნების თითოეულ პარამეტრს მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მხრივ ეკონომიის გაკეთება არ ღირს. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ყოველ დღე სიხარულით დაბრუნდებით.