ჩრდილოვანი, იგივე დაფარული პლინტუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეტალია თანამედროვე ინტერიერის დიზაინში. ის ასრულებს როგორც დეკორატიულ, ისე ფუნქციურ როლს, რადგან არა მხოლოდ ავითარებს ინტერიერის ვიზუალურ ეფექტს, არამედ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იატაკი და კედელი ერთი მთლიანობაა. ჩრდილოვანი პლინტუსი მინიმალისტური ინტერიერის დიზაინისთვის შეუცვლელია. ჩვეულებრივი პლინტუსისგან განსხვავებით, ის კედელშივე მაგრდება და შედეგად, ერთიან, სწორ ზედაპირს ვიღებთ. ჩრდილოვანი პლინტუსი ინტერიერში კედლების ვიზუალს მთლიანად ცვლის და ინტერიერს დახვეწილ თანამედროვე დიზაინს ანიჭებს. ის იდეალურია მათთვის, ვინც მინიმალიზმსა და დახვეწილ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
ჩრდილოვანი პლინტუსის უპირატესობები:
მარტივად იწმინდება
ჩრდილოვანი პლინტუსის გლუვი და სწორი ზედაპირი იდეალურია გაწმენდისთვის. მისი დიზაინი ისეა შექმნილი, რომ კუთხეებსა და შეერთებებს მინიმალური სივრცე აქვს მტვრის და ჭუჭყის დასაგროვებლად. ეს პლინტუსი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ სივრცეებისთვის, სადაც ჰიგიენა პრიორიტეტია, მაგალითად: სამზარეულოები და სააბაზანოები.
მდგრადია სხვადასხვა ზემოქმედებების მიმართ
ჩრდილოვანი პლინტუსი დამზადებულია ისეთი მასალებისგან, რომლებიც მაღალ გამძლეობას უზრუნველყოფს.
შესაძლებელია განათების ჩამონტაჟება
ჩრდილოვან პლინტუსში ხშირად ამონტაჟებენ LED განათებას. ეს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ დეკორატიული გადაწყვეტაა. ამგვარი პლინტუსი იდეალურია განათებული კიბეების ან დერეფნების შესაქმნელად, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ღამით გადაადგილებისთვის.
ფარავს კედლისა და იატაკის შეერთებას
ის ქმნის ვიზუალურად უწყვეტობას კედელსა და იატაკს შორის.
მრავალფეროვანი არჩევანი
ჩრდილოვანი პლინტუსი ადვილად ინტეგრირდება სხვადასხვა სტილში და გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს.
ჩრდილოვანი პლინტუსი გამოიყენება როგორც დეკორატიული, ისე პრაქტიკული მიზნებისთვის ინტერიერში. მისი მთავარი ფუნქციაა კედლისა და იატაკის შეერთების დახვეწილი და თანამედროვე ვიზუალის შექმნა. ჩრდილოვანი პლინტუსი ხშირად გამოიყენება კაბელებისა და გაყვანილობის დასამალად. მისი დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ კედლებში ან პლინტუსის შიგნით დაიმალოს კაბელები ისე, რომ ესთეტიკა არ დაირღვეს.
დაფარული პლინტუსის ინსტალაცია მოითხოვს სპეციალისტის ჩარევას, რადგან იგი გულისხმობს კედლისა და იატაკის განსაკუთრებულ დამუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ პლინტუსის დამონტაჟება დავიწყოთ რემონტის დასაწყისში, სამღებრო სამუშაოების დაწყებამდე, რომ გავითვალისწინოთ კედლების სისწორე და ელექტრობის მიყვანა.
ჩრდილოვანი პლინტუსის დამონტაჟებამდე იჭრება კედელი და იატაკი, პლინტუსი ჯდება კედელში და შემდეგ უნდა შეიფითხნოს, სურვილის შემთხვევაში კი მონტაჟდება LED განათება. ჩვეულებრივ პლინტუსთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მიუხედავად კედლის სისწორისა, მაინც იდეალურად გამოიყურება.
ჩრდილოვანი პლინტუსის სხვადასხვა ტიპი არსებობს, ფასებიც ამის მიხედვით განსხვავდება. ჩრდილოვანი პლინტუსის საფასური 1 მ-ზე, რომელიც გათვლილია ლესვაზე, თაბაშირმუყაოზე და მასზე მონტაჟდება LED ლენტი, 20 ლარიდან იწყება. სხვა ტიპის დაფარული პლინტუსის ფასი, რომელიც გამოიყენება პანელებისთვის, დეკორებისთვის და სველ წერტილში კაფელ-მეტლახისთვის 1 მ-ზე 17 ლარია. მესამე ტიპი, რომელსაც სადგამი ედგმება გარედან 1მ – 23 ლარია. ხელობის ფასი 1 მ-ზე 10-20 ლარამდე მერყეობს, რაც ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა დეტალზე.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”