Christofle 1830 წელს შექმნილი ფრანგული ბრენდია, რომელიც ჩარლზ კრისტოფლს ეკუთვნის და აწარმოებს მაღალი კლასის ჭურჭელს, სახლის აქსესუარებსა და სამკაულებს. ჩარლზის მიერ პარიზში დაარსებული კომპანია თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში აწარმოებს ჩინებულ ვერცხლის ჭურჭელს და მისი საგულდაგულოდ დამუშავებული საქონელი ძალიან სანატრელია კოლექციონერებისა და დიზაინის მოყვარულებისთვის მთელს მსოფლიოში.
Christofle, რომელიც საკულტო და ექსტრავაგანტურ აქსესუარებს ქმნის, გაცილებით მეტია, ვიდრე ფუფუნება და დახვეწილი ცხოვრება. ბრენდის ისტორიულმა ბრწყინვალებამ და ჩარლზის მიერ შესწავლილმა ტექნოლოგიებმა იგი ფრანგული ვერცხლის სიმბოლოდ აქცია. თითოეული პროდუქტი ასახავს არა მხოლოდ სუფრის გასაწყობად საჭირო აქსესუარების მრავალფეროვნებას, არამედ გვთავაზობს საკულტო და ყველასგან გამორჩეულ დიზაინსაც.
ჩარლზ კრისტოფლმა მისი გავლენების წყალობით, მოახერხა და ითანამშრომლა ისეთ წამყვან პიონერებთან, როგორებიც არიან ჩარლზ როსინიუე, ალფონს მუჩა, ლუკ ლანელი, მენ რეი, ანდრე პუტმანი და სხვები. სწორედ ამ ადამიანების მიერ არის შექმნილი ვერცხლის ნაწარმი, რომელიც დღემდე იმსახურებს მნახველთა აღფრთოვანებას. ტრადიციული დაწნული, ჭედური, კვეთის და გრავირების მეთოდების გამოყენებით, მიღებული ვერცხლის ჭურჭელი უკვდავყოფს ელეგანტურობის ცნებას და მომხმარებელს სრულყოფილ პროდუქტს სთავაზობს. ბრენდის ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ წარსულსა და აწმყოს, ერგება ნებისმიერ დროსა და სტილს.
დიდი ხნის დამკვიდრებული, მდიდრული და სახელგანთქმული ისტორიით შთაგონებულმა ბრენდმა შექმნა სრულიად ახალი კოლექციებიც, რომლებიც Infini Christofle და Vertigo-ს სახელებით არის ცნობილი და წარმოადგენს გაბედულ და თამამ თანამშრომლობას თანამედროვე ჭურჭლის დიზაინში და ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვად კოლექციებს შორისაა.
Infini Christofle-სა და Vertigo-ს კოლექციები ბუნდოვანს ხდის ხაზებს თანამედროვესა და ნოსტალგიურს შორის. ეს არის არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ ფუნქციური ნივთები, რაც კოლექციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. სრულიად ხელახლა განსაზღვრული პროპორციებით, Infini Christofle-ის თითოეულ პროდუქტს აქვს საკუთარი ხასიათი და პიროვნება.
თანდათანობით შექმნილი ახალი კოლექციების მიზანია, განაგრძოს ფრანგული სტილისა და ელეგანტურობის მომხმარებლამდე მიტანა, შექმნას საკულტო დიზაინები და ადამიანებს გაუხალისოს ისეთი ყოველდღიური ღონისძიებები, როგორიცაა სახლის მორთვა, სუფრის გაშლა ან საჭმლის მომზადება.