ჩვილისთვის ოთახის მოწყობა საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელსაც დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. არსებობს უამრავი სტილისა და დიზაინის სივრცე, დაწყებული ფერებით გაჯერებულიდან, დამთავრებული შედარებით უფრო მინიმალისტურ და სადა მიდგომებამდე. თანამედროვე ოთახების უმრავლესობა გენდერულად ნეიტრალურია, რაც ინტერიერის მოწყობის პროცესს კიდევ უფრო მრავალმხრივს ხდის.
ინტერიერის დიზაინერების აზრით, შესაფერისი დიზაინის შერჩევა ფერების პალიტრიდან უნდა დაიწყოს, რათა ოთახი ძალიან მშვიდი და მყუდრო გამოვიდეს. ჩვილისთვის იდეალურ ფერებს შორის ნაცრისფერი, მოლურჯო და მოვარდისფრო ტონები და ღია ცისფერი მიიჩნევა, რომლებსაც აქვთ დამამშვიდებელი გარემოს შექმნის უნარი. ამასთან, დიზაინერები მომავალ მშობლებს ურჩევენ შეარჩიონ ფუნქციური ავეჯი, მაგალითად საწოლი, რომელსაც დამატებითი სათავსო ექნება სხვადასხვა ნივთებისა და ტანსაცმლის შესანახად.
დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო იდეას გაგიზიარებთ, რომლებიც ჩვილის ოთახის მოწყობისას თქვენი შთაგონების წყარო გახდება.
რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი