in

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია

Cityzen Tower გახლავთ Zaha Hadid Architects-ის არქიტექტურით შექმნილი პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენი კავკასიაში. ეს არქიტექტურული შედევრი არა მხოლოდ ქალაქის ურბანულ ლანდშაფტს შეცვლის, არამედ მდგრადობის, დიზაინისა და ინოვაციის ახალ სტანდარტებს დააწესებს.

CITYZEN თბილისში ახალ, თვითკმარ უბანს ქმნის, რომელიც მოიცავს ოთხ საცხოვრებელ ბლოკსა და მრავალფუნქციურ ცათამბჯენს. კომპლექსში არის ყველაფერი, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანს სჭირდება და სრულად ერგება მის მოთხოვნილებებს.

არქიტექტურა და დიზაინი

44 სართულიანი Cityzen Tower-ის კონცეფცია ქალაქის ბუნებრივ და ურბანულ გარემოს შორის ჰარმონიის შექმნას ემყარება. თბილისის მთებითა და მდინარეებით შთაგონებული მისი ტალღოვანი ფორმა და კასკადური ტერასები ბუნებრივ ლანდშაფტს ერწყმის და ინოვაციურ ურბანულ ესთეტიკას ქმნის.

შენობის დინამიური ფასადი დღის განმავლობაში იცვლება, რადგან მზის შუქი და ჩრდილები მის ზედაპირზე სხვადასხვაგვარ ეფექტს ქმნიან. ვერტიკალური ლუვრები და გამწვანებული აივნები შენობას ერთიან ორგანულ ფორმად აყალიბებს, რაც მისი არქიტექტურული ინდივიდუალობის მთავარი განმსაზღვრელია.

მდგრადობა და ეკო-მეგობრული მიდგომა

Cityzen Tower-ის პროექტი არა მხოლოდ არქიტექტურული, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამორჩეულია.

  • 250-ზე მეტი ხე და ბუნებრივი მცენარეული საფარი შენარჩუნდება, რაც ურბანულ გარემოში მწვანე სივრცეებს გაზრდის.
  • წვიმის წყლის გადამუშავების სისტემა უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
  • 5,000 კვ.მ ცენტრალური გამწვანებული მოედანი შექმნის ეკოლოგიურ ბალანსს, ხელს შეუწყობს სიგრილის შენარჩუნებას და ზაფხულის სიცხის შემსუბუქებას.
  • შენობა LEED Gold სერტიფიცირებულია, რაც მისი ენერგოეფექტურობისა და ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებების მაღალ სტანდარტს ადასტურებს.

ფუნქციურობა და სერვისები

Cityzen Tower მრავალფუნქციურობის იდეას ეფუძნება. კომპლექსში თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს, რაც თანამედროვე ცხოვრების სრულყოფილ სინთეზს ქმნის.
მოსახლეებისა და სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება:

  • სპა-ცენტრი, შიდა აუზი, ფიტნეს კლუბი – ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
  • კაფეები, რესტორნები და საცალო ვაჭრობის სივრცეები – კომფორტული ცხოვრებისათვის.
  • Co-working ზონები, ლაუნჯი და საოფისე ფართები – საქმიანი ცხოვრებისთვის.

„პროექტი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენთვის და, ვფიქრობ, საქართველოსთვისაც, რადგან ეს იქნება პირველი კერძო პროექტი კავკასიაში, რომელიც Zaha Hadid Architects-ის მიერ არის დაპროექტებული. ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი და, გარკვეულწილად, თბილისის ‘სავიზიტო ბარათი’, განსაკუთრებით არქიტექტურის მოყვარულებისა და ტურისტებისთვის,“ – განაცხადა “IG Development”-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ.

ამ ცათამბჯენის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ გამოიყურება, როგორც უბრალოდ ვერტიკალურად გაწვდილი მოცულობა. ეს ნამდვილად ლენტის მსგავსი სტრუქტურაა, რომელიც ცისკენ მიემართება – ქვედა სართულზე უფრო განიერი და მყარია, ხოლო ზედა ნაწილში უფრო დინამიკური, ელეგანტური და თხელი ხდება,“ – აღნიშნა Zaha Hadid Architects-ის დირექტორმა, მანუელა გათომ.

„Cityzen-ის პროექტს მართლაც გამორჩეულს ხდის მისი ამბიცია, შეცვალოს თბილისის ურბანული გამოცდილება. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა უნიკალური სივრცე თბილისში, რომელიც იქნებოდა სრულიად განსხვავებული არსებული შენობებისგან. ამ კონცეფციის რეალობად ქცევისას, კომერციულ მიზნებზე მეტად ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა ავირჩიეთ პრიორიტეტად. ეს ცათამბჯენი იქნება მთელი პროექტის სიმბოლური გვირგვინი, რომელიც თბილისის არქიტექტურულ სტატუსს გლობალურ რუკაზე სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანს,“ – განაცხადა Cityzen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა.

Cityzen Tower-ის მშენებლობის დასრულება 2028 წელს იგეგმება.

[პარტნიორის კონტენტი]

ბოჰემური სტილის ბინა აღმაშენებლის გამზირზე – მარიამ დემეტრაშვილის ნამუშევარი

მცირე ზომის სკანდინავიური ბინა არასტანდარტული გეგმარებით