1990 წლიდან გერმანულმა ბრენდმა “Classicon” ავეჯის დამზადების ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მათ მრავალფეროვან, სახელგანთქმულ პროდუქციას ხშირად ახასიათებენ, როგორც “ხარისხიან ავეჯს, რომელიც უძლებს დროს.”
ბრენდი სტეფან ფიშერ ფონ პოტურცინმა (Stephan Fischer von Poturzyn) დააარსა. თავდაპირველად ყველაზე დიდი მონაპოვარი ცნობილ დიზაინერებთან კოლაბორაციის ლიცენზია იყო. ვინაიდან სტეფანი ბავშვობიდან ოცნებობდა დიზაინერობაზე, მის მისიად იქცა ცნობილი და განსხვავებული ბრენდის შექმნა.
კომპანია ქმნის თანამედროვე, მაგრამ კლასიკურ ავეჯს. მათი ხედვაა ორიგინალური, თუმცა სრულყოფილი დიზაინის შექმნა. “Classicon”-ის ავეჯი მომხმარებლის ერთგვარი ინვესტიციაა, ვინაიდან ბაზარზე მუდამ მოთხოვნადი და სასურველია.
ბრენდი ისეთი დიზაინერების ავეჯს აწარმოებს, როგორებიც არიან Eileen Gray და Eckart Muthesius. “Classicon”-ის მიზანია თანამედროვე დიზაინერებთან კოლაბორაციით ისეთი დიზაინის მქონე ავეჯის წარმოება, რომელიც კლასიკურ ელემენტებს მოიცავს.
“Classicon” აქცენტს ხარისხზე აკეთებს. მისი ხელწერა გამძლე, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ავეჯის შექმნაა, ამიტომ პროდუქცია ეკოლოგიური, ხარისხიანი, კლასიკური და ამავე დროს თანამედროვეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მართლაც უძლებს დროს.
ბრენდის ცნობილი მაგიდაა კლასიკად აღიარებული “Bell Table”, რომელიც 2012 წელს შეიქმნა დიზაინერ სებასტიან ჰერკნერთან (Sebastian Herkner) კოლაბორაციით. მას ახასიათებს ელეგანტური და უცნაური ფორმა, რომელიც მასიური მინის ფეხზე, დიდი მეტალის ელემენტით ბოლოვდება.