in

ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი „კომფორტერი” 6 წლისაა!

ქართულ ბაზარზე გამორჩეული ავეჯისა და აქსესუარების კომპანია — „კომფორტერი” 6 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, დაბადების დღის ფარგლებში, თავის ერთგულ მომხმარებელს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სრულ კოლექციაზე და დამატებითი ფასდაკლების შესაძლებლობას აძლევს.

კომფორტერის” ისტორიას საინტერესო დასაწყისი აქვს. ექვსი წლის წინ შვიდი მეგობარი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა და დიდი ენთუზიაზმით, თავდაუზოგავი შრომითა და ერთი მიზნით განსხვავებული და ხარისხიანი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მეგობრებიდან არცერთის საქმიანობა არ უკავშირდებოდა ავეჯსა და დიზაინს, თუმცა ახალ პროფესიას  მალევე აუღეს ალღო და სფერო სწრაფად შეისწავლეს. საქმისადმი სიყვარულმა და მიზნისკენ უწყვეტმა სვლამ შედეგი გამოიღო და მალევე „კომფორტერის” პროდუქციამ დიდი ნდობა და მოწონება დაიმსახურა მომხმარებლებში.

დაარსების დღიდან ბრენდი ორიენტირებულია მრავალფეროვანი, თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებასა და მომხმარებლებისთვის მაღალი დონის, კომფორტული სერვისის შეთავაზებაზე. „კომფორტერის” ავეჯისა და აქსესუარების ხაზი განსხვავებული გემოვნების, კატეგორიისა და ასაკის მომხმარებელზეა მორგებული და მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

წლების განმავლობაში კომპანია იზრდებოდა და საინტერესო სოციალურ აქტივობებში იღებდა მონაწილეობას, რაც ბრენდის კიდევ ერთი უპირატესობა და გამორჩეული ნიშაა. 2021 წლიდან „კომფორტერმა” ახალი პარტნიორები და მომწოდებლები შეიძინა და პროდუქციის ასორტიმენტი გაამრავალფეროვნა. ტურისტული ემბარგოს დროს, მან სპეციალური კამპანია წამოიწყო, რომელიც შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად და მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოგზაურებდა.

„კომფორტერი“ მომხმარებლებისადმი მეგობრული დამოკიდებულებითა და უნიკალური მომსახურებითაც გამოირჩევა. მაგალითად, პანდემიის პერიოდში, ბრენდი შეეცადა მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებას, ამიტომ მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად „კომფორტერმა” ინოვაციური სერვისი დანერგა. კომპანიამ დამკვეთებს საშუალება მისცა სასურველი ავეჯი თუ აქსესუარები ონლაინ, სწრაფად და მარტივად შეეძინათ. ამასთანავე, „კომფორტერმა” შექმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც 3D ფუნქციის მეშვეობით სხვადასხვა ფერისა და ფორმის ავეჯის შერჩევა გახდა შესაძლებელი. ამას გარდა, ბრენდმა მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული მოდელების შეკვეთა შესთავაზა, რამაც უფრო მოსახერხებელი გახადა ავეჯისა თუ აქსესუარების შეძენა.

ხარისხი, მრავალფეროვანი, მიმზიდველი პროდუქცია, ნდობა და კომფორტული მომსახურება — ეს ის ძირითადი ფასეულობებია, რამაც „კომფორტერი” ინოვაციურ, წინსვლაზე ორიენტირებულ ბრენდად აქცია და ქართულ ბაზარზე ავთენტური და გამორჩეული სახე შესძინა.

შეგახსენებთ, რომ „კომფორტერის” დაბადების დღესთან დაკავშირებით სრულ კოლექციაზე 25%-იანი ფასდაკლებებითა და სხვა საინტერესო შეთავაზებებით ისარგებლებთ როგორც ვებ-გვერდზე, ასევე ადგილზე შოურუმში, რომელიც თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-ში მდებარეობს.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტრადიციული შვედური კოტეჯი ინდუსტრიული სტილის ელემენტებით

JYSK 8 წლის ხდება! როგორ ემზადება ბრენდი დაბადების დღისთვის