in

გამორჩეული ავეჯის ბრენდი „კომფორტერი“ ხუთი წლისაა

ხუთი წლის წინ შვიდი მეგობარი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა და ქართულ ბაზარზე გამორჩეული ავეჯის ხაზი — „კომფორტერი“ დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებიდან არცერთის საქმიანობა ავეჯსა და დიზაინს არ უკავშირდებოდა, მათ ახალი პროფესია მალევე შეისწავლეს, დიდი ენთუზიაზმითა და საქმისადმი სიყვარულით  კი ცოტა ხანში მომხმარებელთა ნდობა და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„კომფორტერის“ გუნდის თავდაპირველი მიზანი განსხვავებული და ხარისხიანი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე, მიმზიდველი დიზაინის, მაღალი ხარისხის ავეჯსა და აქსესუარებს შესთავაზებდა. კომპანიისთვის პრიორიტეტული იყო მომხმარებლების ნდობის მოპოვება და მათთვის განსაკუთრებული კომფორტის შექმნა. სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით, „კომფორტერმა“ მოახერხა განვითარებულ, ინოვაციურ და წინსვლაზე ორიენტირებულ ბრენდად ქცეულიყო და ქართულ ბაზარზე ავთენტური ნიშა დაემკვიდრებინა.

მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე, „კომფორტერი“ სოციალურ პროექტებშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას.  მაგალითად,  ტურისტული ემბარგოს დროს, მან სპეციალური კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და მომხმარებლებს საქართველოს გარშემო ამოგზაურებდა. პანდემიის პერიოდიც საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა ბრენდისთვის. კომპანიამ სწორად გაიაზრა მომხმარებლის მოთხოვნილებები და მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად უნიკალური მომსახურება დანერგა. პირველ რიგში, მათ საშუალება მისცა მომხმარებელს სასურველი ავეჯი თუ აქსესუარები ონლაინ, სწრაფად და მარტივად შეეძინა. ამავდროულად, „კომფორტერმა“ შექმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც 3D ფუნქციის მეშვეობით სხვადასხვა ფერისა და ფორმის ავეჯის შერჩევა გახდა შესაძლებელი. ასევე,  კომპანიამ შესაძლებელი გახადა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შეკვეთა, რათა მაქსიმალურად მორგებოდა დამკვეთის სურვილებს.

2021 წლიდან „კომფორტერმა“ ახალი პარტნიორები და მომწოდებლებიც შეიძინა და პროდუქციის ასორტიმენტი გაამრავალფეროვნა. დღესდღეობით კომპანიის მთავარი უპირატესობა ხარისხზე ორიენტირებული, დახვეწილი და გამორჩეული პროდუქციის შეთავაზება, მომხმარებელზე მორგებული კომფორტული მომსახურება და მომხმარებლების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებაა. გუნდი მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რის გამოც წამყვან ადგილს იკავებს ავეჯის ინდუსტრიაში.

აღსანიშნავია, რომ „კომფორტერის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით, კომპანია მომხმარებელს 4 ოქტომბრიდან სრულ კოლექციაზე 25%+ -იან ფასდაკლებასა და დამატებით საინტერესო საჩუქრებს სთავაზობს.  პროდუქციის დათვალიერება კი როგორც ვებ-გვერდზე, ასევე, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-ში იქნება შესაძლებელი.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

8 მარტივი გზა სახლში ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად

სიმწვანით გარშემორტყმული მდიდრული სახლი ლოს-ანჯელესში