ზუსტად ოთხი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე „კომფორტერი“ გამოჩნდა და ხარისხსიანი განსხვავებული ავეჯის მაძიებლების მიღება, ალ.ყაზბეგის გამზირზე, თავის პირველ ფილიალში დაიწყო. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ერთი შეხედვით, გამბედავი წამოწყება, რამაც შვიდი უახლოესი მეგობარი გააერთიანებდა, ამდენ დაბრკოლებას გაუძლებდა და 2022 წლის 29 ოქტომბერს მეოთხე დაბადების დღეს იზეიმებდა.
ჩანაფიქრიდანვე, „კომფორტერის“ იდეა იყო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათზე მორგებული პროდუქტი, რის მოძებნასაც სხვაგან ვერ ახერხებდნენ. კომპანიის ბაზარზე გამოჩენამ მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა და „კომფორტერის“ გუნდმაც ფილიალების გახსნა თამამად განაგრძო.
„ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ბრენდი მომხმარებლისთვის ასოცირებული ყოფილიყო კომფორტთან, ხარისხთან და ესთეტიკასთან.“
სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც ბიზნესისთვის არსებული სტატუს-კვო მუდმივად იცვლება, „კომფორტერმა“ მოახერხა კონკურენტული უპირატესობის მოპოვება და დღევანდელ მიღწევებს გუნდის ერთიან დამსახურებად მიიჩნევს.
„ოთხი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. დღეის მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაიარა, უკვე გვაქვს მომავლის ხედვა. ჩვენს გუნდს უდიდეს მოტივაციას სწორედ მიღებული შედეგი აძლევს. საქმეში ყველა ერთად არის ჩართული და თითოეული მათგანის აზრით ვინტერესდებით. აქ არ არსებობს ბარიერი, რაც სამსახურებრივ პოზიციებს ახლავე ხოლმე თან. ვფიქრობ, ეს განაპირობებს იმ ერთიანობას, რაც „კომფორტერის“ გუნდს ახასიათებს.“
ეს წლები გარდამტეხი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. ყოველწლიურად, „კომფორტერის“ გუნდი იმავე გამოწვევებთან დგებოდა პირისპირ, რაც მთელ ქვეყანას შეეხო. ყოველი მორიგი ტალღა წინასგან განსხვავებული იყო და გამოწვევების წინაშე მდგარი „კომფორტერის“ გუნდიც გულდასმით ქმნიდა მომხმარებლებისთვის კომფორტს სხვადასხვა საშუალებით.
„ამ ყველაფერში კოლოსალური შრომა ჩავდეთ მთელმა გუნდმა. პანდემიის პერიოდში, მთლიანად ონლაინ სერვისზე გადავედით და 24-საათიან რეჟიმში ვპასუხობდით მომხმარებლებს. ადამიანს ონლაინ უნდა შეერჩია სასურველი ავეჯი, ჩვენ კი მათ წინაშე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რომ მათი შერჩეული ავეჯი ისეთი ყოფილიყო, როგორიც წარმოედგინათ. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა პანდემიის დროს სახლში აღმოჩენილი ადამიანებისთვის კვლავაც საინტერესო კუთხით წარმოგვეჩინა თავი. გავლენა იქონია საზღვრების ჩაკეტვამაც. ამან იმპორტირებული ავეჯის შემოტანა მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიას მაინც გავუძელით.
შესყიდვის პროცესი კომფორტულად გავაციფრულეთ. მომხმარებელს შეეძლო სასურველი ავეჯი ციფრულად შეერჩია, ზომების, დიზაინისა და ინტერიერში მორგების ფუნქციის საშუალებით. გაციფრულებასთან ერთად, ძალიან ბევრი პროდუქტი დავამატეთ ასორტიმენტში, რაც მანამდე არ გვქონია.“
პანდემიურ გამოწვევებს უკრაინაში მიმდინარე ომი მოჰყვა. ეს „კომფორტერის“ მუშაობაზეც აისახა, რადგან ავეჯის ნაწილი სწორედ იქ მზადდებოდა.
„არამხოლოდ ავეჯის საკითხის, ხანდახან იმის გარკვევაც გვიძნელდებოდა, ცოცხლები იყვნენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები თუ არა. საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე, უკრაინელმა პარტნიორებმა შეგვატყობინეს, რომ საწყობში არსებული მასალებიდან ტყავის ბუდეებს ამზადებნენ იარაღისთვის. ჩვენი მხრიდან, გარკვეული თანხა შევაგროვეთ და დასახმარებლად გადავურიცხეთ.“
ოთხი წლის განმავლობაში, „კომფორტერი“, სხვა უამრავი ბიზნესის მსგავსად, ხშირად მდგარა გამოწვევის წინაშე. როდესაც ვკითხეთ, რა აძლევთ ამ საქმის კეთების მოტივაციას, აღმოვაჩინეთ, რომ „კომფორტერის“ გუნდი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ახერხებს თვითშთაგონებას:
„ეს თუ გადავლახეთ, ყველაფერს გავუძლებთ. ამ საქმეში უდიდეს ემოციას ვდებთ. „კომფორტერი“, პირველ რიგში, იმ ადამიანთა ერთობლიობაა, რომლებიც მას ქმნიან. ვფიქრობ, ყველაზე მეტი სიძლიერე სწორედ მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა. ეს ის მომენტია, როცა საკუთარ თავსა და ერთმანეთს ვეუბნებით, რომ არ უნდა წავიქცეთ, არ უნდა დავიხუროთ… ეს ზღვარი ბევრ კომპანიაზე გავიდა და ბუნებრივია, გვეშინოდა, ჩვენც იგივე არ გამოგვეცადა. ის, რომ დღეს ჩვენ კვლავ შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას, ყოველი იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც თუნდაც შუაღამით მოვიდა საქმის გასაკეთებლად, გულშემატკივრობს „კომფორტერს“ და საერთო საქმის წინსვლისთვის მუშაობს.“
კომპანია ზრდას განაგრძობს და ეტაპობრივად უბრუნდება იმ მასშტაბებს, რაც პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. სულ მალე, „კომფორტერს“ ახალი ფილიალებიც დაემატება.
„ყოველთვის მივილტვით სიახლეებისკენ. გვინდა, „კომფორტერს“ ჰქონდეს მისი ნიშა, რომლიდანაც ადამიანებს მუდმივად სთავაზობს სიახლეს, ინოვაციას და არის წამყვანი თავის ინდუსტრიაში. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. ვამატებთ ახალ ფილიალებს, მათ შორის, ბათუმშიც. სწრაფი ტემპით ვაპირებთ იმ მაღაზიების დამატებას. დაბადების დღესთან დაკავშირებითაც საჩუქრები და დიდი ფასდაკლებები დახვდებათ მომხმარებლებს.“
„იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ“ – ამ ფრაზას „კომფორტერში“ ხშირად ამბობენ. ალბათ, სწორედ ესაა იმ მიდგომის შედეგი, რასაც გამოწვევების პირობებში, ეფექტური გამოსავლის ძიება ჰქვია. „კომფორტერის“ გუნდი არსებულ რეალობას მოცემულობად იღებს და გამოწვევის საპასუხოდ ახალ მიდგომას იყენებს. სწორედ ამ მიდგომამ მოიყვანა კომპანია აქამდე და ეს მიდგომა ეხმარება „იყოს იქ, სადაც უნდა იყოს“.
[R]