in

Componibili – ანა კასტელის მიერ შექმნილი პრაქტიკული და მხიარული სათავსო სისტემა

ანა კასტელი ფერიერის მიერ შექმნილი Componibili-ს მოდულური სათავსო სისტემა არის დიზაინის კლასიკა, რომელიც შესაძლოა მოთავსდეს სახლის ნებისმიერ ნაწილში. ანა კასტელი ფერიერი თანამედროვე იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. კარიერის განმავლობაში მან მოახერხა, მონაწილეობა მიეღო 50-მდე არქიტექტურულ პროექტში, მაგრამ უმეტესად სწორედ Componibili-ს კოლექციით არის ცნობილი. მიერ შექმნილი დახვეწილი სათავსოს მიღმა შესაძლებელია შეინახოთ ყველაფერი, დაწყებული წინდებიდან, სათვალემდე და სარეცხ საშუალებებამდე.

THE COMPONIBILI არის მრავალმხრივი და მხიარული შესანახი სივრცე. დიზაინი რაღაცით ლეგოს წააგავს, თუმცა ორიენტირებულია იმაზე, რომ მარტივად შეძლოთ ფუნქციური ზონების შექმნა და ზედმეტი ნივთების გადანაწილება, რათა ინტერიერი არ გადაიტვირთოს. მისი გამოყენება შეიძლება სათამაშოების შესანახი კარადის ან მაგიდის სახითაც. ხოლო თუ ადგილი საკმარისი არაა, შესაძლებელია, რომ Componibili-ს რამდენიმე მოდელი ერთმანეთზე მოთავსდეს ვერტიკალურად და კარადის სახე მიიღოს.

დიზაინი არქიტექტორმა ანა კასტელი ფერიერმა1967 წელს შექმნა იტალიელი მწარმოებლის, Kartell-ის კოლექციისთვის. ეს სახალისო ნივთი მას შემდეგ იწარმოება და რჩება Katell-ის კოლექციის განუყოფელ ნაწილად. მრგვალი ფორმები და ფერადი ტონები მას პრაქტიკულსა და ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის. Componibili ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და ზომაში, რაც საშუალებას იძლევა, შეირჩეეს ინდივიდუალურ ინტერიერზე მორგებული დიზაინი.

აღსანიშნავია, რომ ანა ფერიერი პლასტმასის პროდუქტების შექმნაზე 1949 წლიდან მუშაობდა. ამავდროულად ის ხელმძღვანელობდა საკუთარ არქიტექტურულ ფირმასაც, თავდაპირველად მარტო, შემდეგ კი იგნაციო გარდელასთან თანამშრომლობით.

1960-იანი წლები ავეჯის ინდუსტრიაში რევოლუციის ეპოქად იქცა. ამ დროს განსაკუთრებით პოპულარული იყო პლასტმასის ავეჯი, რადგან ადრე ამ მასალას ძირითადად ყოველდღიური ნივთების შესაქმნელად იყენებდნენ. 1960-იან წლებში დაიწყო პლასტმასის სკულპტურული სკამების შექმნაც, რამაც საგრძნობლად შეცვალა მომხმარებლის მასალისადმი დამოკიდებულება.

Componibili-ის შესანახი განყოფილების შემთხვევაში, ანა უფრო მეტად იხრებოდა ფუნქციონალიზმისა და მინიმალისტური ხაზისკენ. ამ დროს იგი დაინტერესებული იყო გერმანული პრაქტიკული დიზაინითა და იტალიური არქიტექტურით.

პროდუქტი კარგად ასახავს ფერიერის სტილსა და მიდგომებს. ის, უპირველეს ყოვლისა, იყო მინიმალისტი და სურდა მსუბუქი და დახვეწილი კოლექციის შექმნა, რომელსაც კარგად გამოიყენებდა დეკორატორების ახალგაზრდა თაობა.

ათწლეულებმა დაამტკიცა, რომ ანა კასტელი ფერიერის დახვეწილმა და ელეგანტურმა დიზაინმა კარგად გაუძლო დროის გამოცდას. 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საკულტო Componibili კვლავ აქტუალურია. 2019 წელს Kartell-მა წარმოადგინა Componibili Bio, რომელიც მზადდება განახლებადი ბუნებრივი რესურსებისგან, ხოლო 2020 წელს – Componibili Recycled, რომელიც იყენებს გადამუშავებულ მასალას. Componibili დღემდე არის მრავალმხრივი და პრაქტიკული ავეჯი, რომელსაც ესმის ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებები. მისი ფასი განსხვავდება მოდელის მიხედვით, თუმცა დაახლოებით 200$-დან იწყება.

8 მაღაზია საქართველოში, სადაც პლინტუსებს შეიძენთ

ქალაქის ცენტრში, მაგრამ ბუნებასთან ახლოს — ყველაზე მოთხოვნადი კრიტერიუმი უძრავი ქონების მაძიებელთათვის თბილისში