in

რა უპირატესობა აქვს დაბალსართულიან კორპუსში ცხოვრებას?

დღეს დიდ ქალაქებში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს — ამჟამად ძირითადი აქცენტი ამ ფორმატის შენობების მშენებლობაზე კეთდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაბალი შენობები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დღეს სწორედ ასეთი ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ ვისაუბრებთ.

სუფთა ჰაერი და ეკოლოგია

პატარა კორპუსების იდეა არ შეესაბამება ქალაქის ცხოვრების სწრაფ რიტმს, გზების ხმაურსა და საოფისე ცათამბჯენებს სამეზობლოში. ამიტომ, დეველოპერული კომპანიები პროექტის შედგენისას, ცდილობენ ეკოლოგიურად სუფთა და წყნარი ადგილები შეარჩიონ. აქ მთავარი თანამგზავრები სუფთა ჰაერი და ბუნების პეიზაჟები იქნება. კიდევ ერთი უპირატესობა მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვეა. ხშირად, ასეთ კორპუსში ცხოვრებას ირჩევს ადამიანი, რომელიც ქალაქის სწრაფი რიტმითა და ხმაურით დაიღალა.

გამოყენებული სამშენებლო ტექნოლოგიები

დაბალსართულიანი შენობების მშენებლობაში დღეს XXI საუკუნის ტექნოლოგიები და არქიტექტურული მიდგომები გამოიყენება. მნიშვნელოვანია მასალების ხარისხი, თუმცა ასევე ადგილობრივი ტერიტორიის კეთილმოწყობა, კარგად გააზრებული ინფრასტრუქტურა. იდეალურ შემთხვევაში, ასეთ ბინაში ცხოვრება გარეუბნის უპირატესობებსა და მეგაპოლისში ცხოვრების კომფორტს უნდა აერთიანებდეს. ამიტომ, დეველოპერული კომპანიის უპირველესი ამოცანაა, უზრუნველყოს ყოველგვარი კეთილმოწყობა, რომელიც საცხოვრებელი ქალაქის ცათამბჯენების ბინებს არ ჩამოუვარდება.

ხშირად იქმნება მთელი საცხოვრებელი დასახლებები, მათ შორის გარემოსთან ჰარმონიულად ინტეგრირებული კომპლექსები. სახლები შენდება ექსკლუზიური პროექტების მიხედვით, ამიტომ ამ შემთხვევაში ტიპურ შენობას იშვიათად შეხვდებით.

დაბალსართულიანი შენობების უპირატესობები ბინის გასაღების მიღებისთანავეა შესამჩნევი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მყიდველს არ უწევს წლობით ლოდინი მანამ, სანამ კომპანია მშენებლობას დაასრულებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალ სახლში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადახვიდეთ.

უფასო პარკინგი და დაცვა

მაღალსართულიანი კორპუსების ახალმოსახლეებს ხშირად ექმნებათ პარკირების ადგილის შეძენის პრობლემა — ხშირად ისინი უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე მეპატრონეები ბინებში გადავლენ და თავად საპარკინგე ადგილის ფასი ზოგჯერ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის ბიუჯეტს არ შეესაბამება. დაბალ კორპუსში მცხოვრებთათვის ეს პრობლემა არ არსებობს. ასეთი შენობების გვერდით ყოველთვის არის თავისუფალი პარკირების ზონა და ბევრ მათგანს პირველ სართულზე ავტოფარეხიც კი აქვს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საცხოვრებლის 24-საათიანი დაცვა. დაბალსართულიანი დასახლებები ყოველთვის აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის სისტემებით, ღობეებითა და შლაგბაუმებით. ფაქტობრივად, უსაფრთხოების დონე აქ იგივეა, რაც მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებში და ზოგჯერ უკეთესიც კი (თავად ახალი შენობის კლასის გათვალისწინებით).

დაბალსართულიან კორპუსში ბინის უპირატესობები

  • ლამაზი არქიტექტურული გადაწყვეტა. ძნელია იპოვოთ ადამიანი, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ერთი ტიპის ურბანული ცათამბჯენების ქვის „ჯუნგლები“ ​​ვიზუალურად არამიმზიდველად გამოიყურება. დაბალსართულიანი შენობების ჰარმონიული არქიტექტურა, ტიპური შენობების ფონზე, შესამჩნევად იმარჯვებს, რაც კომფორტის განცდას ქმნის. აქ ბინების განლაგებაც უნიკალური და არასტანდარტულია — კიდევ ერთი უდავო პლუსი.
  • ინდივიდუალური პროექტი. სწორედ ამას ეფუძნება წინა პუნქტი. ასეთ სახლში ბინის შეძენით თქვენ გახდებით ექსკლუზიური ქონების მფლობელი, რომელიც ყველაზე დახვეწილ მყიდველებს გაახარებს. მაღალი ჭერი, ფართო ოთახები და კარგად გააზრებული განლაგება დაბალ კორპუსებში ბინების მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა.
  • კარგი ურთიერთობა მეზობლებთან. დაბალსართულიანი შენობების მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვე მეზობლებთან კარგი ურთიერთობისთვის შესაფერის პირობებს ქმნის. ასეთი სამეზობლო ემსგავსება დიდ ოჯახს, რომელიც ერთ სახლს იზიარებს.
  • კოტეჯის კარგი ალტერნატივა. გარკვეულ ეტაპზე საზაფხულო კოტეჯების მფლობელები ხვდებიან, რომ სოფლის ცხოვრება საერთოდ არ გამოიყურება ისე, როგორც მათ წარმოედგინათ. ხანდახან აგარაკზე წესრიგის შესანარჩუნებლად მთელი დღის განმავლობაში მუშაობაა საჭირო. ამიტომ კარგი არჩევანია დაბალი კორპუსი, რადგან ამ შემთხვევაში შეძლებთ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ ქალაქის აურზაურისგან მოშორებით, კარგად დაისვენოთ და ამავდროულად ყოველ წუთს მიდამოს კეთილმოწყობაზე არ იღელვოთ.

სად გვხვდება თბილისში დაბალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი? 

ამ ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი გვხვდება ზემო ვაკეში, ნუცა ღოღობერიძის #9-ში. საუბარია “ნამაი ვაკეზე” , რომელიც წარმოადგენს ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველ პროექტს საქართველოში. “ნამაი ვაკე” არა მხოლოდ გამორჩეული, სკანდინავიური სტილის არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, არამედ პირველ რიგში, მაღალი სამშენებლო სტანდარტებითა და კონცეფციით. კომპლექსში სულ 4 ბლოკი გვხვდება, მათგან ყველაზე მაღალი 8 სართულიანია, დანარჩენი ბლოკები კი 7 და 5 სართულისგან შედგება.

მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება – ეს ის დეტალებია, რომელთა საშუალებითაც “ნამაი ვაკე” მშენებლობის ევროპულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, ქართულ დეველოპერულ ბაზარზე სრულიად ახალ სიტყვას ამბობს.

“ნამაი ვაკეს” დასრულებული კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ფერადი სამზარეულოები საქართველოდან – 10 საინტერესო პროექტი თქვენი ინსპირაციისთვის

ფერადი ლოფტი ამსტერდამში