in

რომელია თვალისთვის ყველაზე “მშვიდი” ფერი და როგორ სჯობს მისი ინტერიერში გამოყენება?

ინტერიერის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია ფერთა ისეთი სისტემის შერჩევა, რომელიც თვალს არ გადაღლის და გონებაზე დამამშვიდებელ ეფექტს იქონიებს. ამისთვის დიზაინერები მიდრეკილები არიან უფრო რბილი, ფერმკრთალი და თბილი ჩრდილებისკენ, რომლებიც ბუნებაში უამრავი ტონის სახით გვხვდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშვიდი ინტერიერის მოსაწყობად საკმარისია არა მხოლოდ შესაბამისი ფერის პოვნა, არამედ კედლებისა თუ სხვა ნივთების, ავეჯის და აქსესუარების სწორად მოწყობა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ფერს, რომელიც ინტერიერის დიზაინერებმა თვალისთვის ყველაზე დამამშვიდებელ ტონად მიიჩნიეს.

რომელია თვალისთვის ყველაზე მშვიდი ფერი?

დიზაინერების უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ თვალისთვის ყველაზე დამამშვიდებელი ეფექტი ნაცრისფერს აქვს. ეს ფერი, თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, განსაკუთრებით უხდება სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ინტერიერს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ნაცრისფერი საკმაოდ ცივი ფერია, მისი სწორად შერჩევა და შესაბამისი კონტრასტის შექმნა შესაძლებლობას იძლევა, რომ მოაწყოთ ძალიან მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი.

ნაცრისფრის რომელი ჩრდილია შედარებით თბილი და დამამშვიდებელი?

აღსანიშნავია, რომ მშვიდ განწყობას ქმნის არა მხოლოდ ღია და თბილი ნაცრისფერი, არამედ მდიდრული და ელეგანტური შავიც კი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებაა. ნაცრისფრისა და შავის კომბინაცია მყისიერად ამშვიდებს თვალს და აღძრავს საინტერესო შეგრძნებას. ამასთან, ასეთი მუქი კედლებისა და ფონის ხარჯზე, მარტივი ხდება ცალკეული აქცენტებისა და დეკორაციების გამოკვეთაც, მაგალითად, ფერადი ნახატების ან ავეჯის.

როგორ უნდა გამოიყენოთ ნაცრისფერი ინტერიერში?

როდესაც ინტერიერის გადაწყვეტისას მთავარი ამოცანა დახვეწილი და ამავდროულად წყნარი გარემოს შექმნაა, შედარებით მუქი ფერების გამოყენება ძალიან გონივრული არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფერები ბუნებრივი მასალის სახითაა დამატებული, მაგალითად, ნაცრისფერი ქვა ან მარმარილო, რაც სახლში სიღრმის შეგრძნებას გააძლიერებს და სივრცეს დახვეწილობას შემატებს.

მუქი ნაცრისფერი შესანიშნავი ფერია სამზარეულოს კედლებისთვისაც, სადაც ის საკმაოდ დიდ ეფექტს ახდენს. ამ სივრცეში ნაცრისფრის შეხამებას დიზაინერები მოლურჯო ელფერებთან გირჩევენ, რადგან ასეთი კომბინაცია ოთახს უფრო მიმზიდველად აქცევს.

დეკორაციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეიტრალური და სადა ფერები, რათა ინტერიერი მაქსიმალურად სადა, მშვიდი და მოწესრიგებული იყოს. მაგრამ როდესაც ნაცრისფერს იყენებთ, უნდა გესმოდეთ, რომ ეს მხოლოდ კედლების ელეგანტურად შეღებვის პროცესი არ არის და საჭირო ეფექტის მისაღებად აუცილებელია მცირე კონტრასტისა და განსხვავებული ფერის ელემენტების დამატება.

ნაცრისფრის გამოყენებისას, გარდა მოლურჯო ელფერებისა, საინტერესოა ისეთი ტექსტურის დამატებაც, როგორიცაა მაგალითად, რატანი ან ნაქსოვი ნივთები. რაც შეეხება ჩრდილებს, ნაცრისფერს ძალიან უხდება მიწიერი ტონები, მაგალითად ღია მწვანე, ტერაკოტა, თბილი ვარდისფერი და სხვა.

ამასთან, საჭიროა აქცენტის გაკეთება განათებაზეც, რადგან ასეთი ფერის ინტერიერს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს რბილი და მშვიდი ნათება.

რომელ ოთახებში სჯობს ნაცრისფრის გამოყენება?

ნაცრისფრისთვის იდეალური სივრცეებია მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი, სამზარეულო და ყველა ის ადგილი, სადაც გსურთ, რომ თქვენმა სტუმრებმა და ოჯახის წევრებმა თავი მშვიდად იგრძნონ.

მაგრამ დიზაინერები გირჩევენ, რომ ეს ფერი არ გამოიყენოთ საძინებელში და ამ ოთახში უფრო ფერადი, თუმცა მაქსიმალურად ღია და თბილი ტონები შეარჩიოთ.

ქვემოთ მოცემულია ჩვენი რჩეული ნაცრისფრის ტონები კაპაროლის კატალოგიდან:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

„რბილი სცენარების კონცეფცია” — Laboratory of Architecture #3-ის ნამუშევარი აბაშიძის ქუჩაზე

იტალიური ელეგანტურობა თქვენს სახლში — რჩეული მოდელები Frag-ის კოლექციიდან