დასასვენებელი სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ჰოლანდიის კუნძულზე, ტექსელზე მდებარეობს. ესაა ერთი მთლიანი შენობა, რომელიც არქიტექტურულმა სტუდია Orange Architects-მა რამდენიმე ნაწილად დაყო.

Holiday Home წარმოადგენს სივრცის განსხვავებულ მიდგომას. შვებულების დროს, ხალხი უფრო მეტ დროს ატარებს ერთად და პირადი სივრცეების ნაკლები საჭიროება დგება. ამის გათვალისწინებით, როტერდამში დაფუძნებულმა ფირმამ Orange Architects ამ ადგილის ოპტიმიზაცია მოახდინა. დღისით სახლი გარდაიქმნება ღია ტიპის სივრცედ. სახლი კიდევ უფრო ფართოვდება – იღება დიდი ფანჯრები და კარები. ღამით კი, ხის პანელების მეშვეობით, ერთი მთლიანი ცალკეულ სივრცეებად იყოფა. საწოლი ხდება მთლიანი საძინებელი, ხოლო დამალული საშხაპე და ნიჟარა აბაზანაში ერთიანდება.

მიუხედავად მისი კომპაქტური მოცულობისა, სახლი მაინც სივრცის განცდას იწვევს. განათება დამონტაჟებულია საძინებელში, ბიბლიოთეკაში და სხვენის ზონაში; პროექტი შეიქმნა მდგრადი საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, სახურავზე თითქმის უხილავი მზის პანელები, ბუნებრივი ვენტილაცია, ხის კონსტრუქცია და ბეტონის იატაკი, რომელიც მოქმედებს როგორც თერმული მასა, იზოლირებული სახურავი, ფასადები და ფანჯრები. სახლის გასათბობად ელექტროენერგია სულაც არაა საჭირო.

ამინდი ნამდვილად არ ცვლის თქვენს სადღესასწაულო განწყობას, რადგან სახლში შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადასხვა ამინდის პირობებში. კარგ ამინდში შეგიძლიათ, ვერანდით დატკბეთ, ცუდ ამინდში კი სახლის პანელების მეშვეობით თავი მყუდროდ იგრძნოთ.

საბოლოო ჯამში, ესაა სახლი, რომელიც აქ მაცხოვრებლებს მყუდრო და განსაკუთრებულ დასვენებას სთავაზობს. ორიგინალური, მინიმალისტური და, ამავდროულად, სკულპტურული ინტერიერი, რომელიც დაფარულია შავი ხის გარსით, ქმნის ძლიერ კონტრასტს – შიგნიდან თბილი, გარედან კი მუქი და მკაცრი ექსტერიერით.
არქიტექტურული ფირმა: Orange Architects
ფოტოგრაფი: Sebastian van Damme
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”