in

რა უპირატესობები აქვს ბინის შეძენას დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში? – 4 მთავარი ფაქტორი

ბინის შერჩევისას ხშირად მაცხოვრებლები რთული დილემის წინაშე დგანან: უკვე აშენებული საცხოვრებელი კორპუსი თუ მშენებარე? როგორც კვლევები აჩვენებს, არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, უპირატესობა დასრულებულ, ახალაშენებულ საცხოვრებელ ნაგებობას ენიჭება, რომელიც გარანტირებულ ხარისხს, მაღალ სანდოობას და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემას განვიხილავთ.

მაღალი სანდოობა და რისკების შემცირება — უპირველესად, უკვე აშენებული კომპლექსი გარანტირებულ საცხოვრებელს გვთავაზობს და მაცხოვრებელს პროექტის შეჩერებისგან, ფინანსური მაქინაციებისა თუ თაღლითობისგან იცავს. ამ შემთხვევაში თქვენ ზუსტად იცით, რაში აბანდებთ ფინანსებს და აღარ გიწევთ მშენებლობისას გაუთვალისწინებელ მოვლენებზე, შეფერხებებსა თუ გაზრდილ ღირებულებაზე ფიქრი. ამიტომ ახალაშენებული შენობა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით, სანდოობით ხასიათდება და გართულებებისა და რისკებისგან გიცავთ.

ინფრასტრუქტურისა და გარემოს ზუსტი ანალიზი — სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც თავდაპირველი პროექტი საბოლოო შედეგს არ ემთხვევა და მაცხოვრებლები დეველოპერების მსხვერპლნი ხდებიან, რადგან დაპირებები სათანადოდ არ სრულდება. უკვე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსის შემთხვევაში კი ბინის მაძიებლებს შეუძლიათ სრულფასოვნად შეისწავლონ თითოეული დეტალი, უკეთ გაეცნონ მასალების ხარისხს, მდგრადობას, ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და უსაფრთხოების სტანდარტს. ამავდროულად, მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ, შეაფასონ საცხოვრებელი გარემო, რეკრეაციული, საპარკინგე ზონების მდგომარეობა და სამეზობლო, რაც კორპუსში ცხოვრებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია.  შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული კორპუსი, მშენებარე ბინებთან შედარებით, სივრცის სწორად აღქმას, გარემოს გაანალიზებას უწყობს ხელს და რიგი საკითხების უკეთ დანახვაში გვეხმარება, რაც შემდგომში მობინადრეთა სასიამოვნო და მშვიდ ცხოვრებას განაპირობებს.

დროისა და ფინანსების დაზოგვა — დასრულებული ბინის შემთხვევაში, აღარ გიწევთ წლობით ლოდინი და მალევე, სასურველი სარემონტო სამუშაოების შემდეგ უკვე შესაძლებელია ახალ სახლში გადასვლა, რაც უდიდეს დროსა და ფინანსურ რესურს ზოგავს. ამავდროულად, გახანგრძლივებულმა სამშენებლო პერიოდმა, მშენებლობისას წარმოქმნილმა სირთულეებმა შესაძლოა, საცხოვრებლის თავდაპირველი ფასის ზრდა და პროექტში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, რაც დამატებით ხარჯებს განაპირობებს და  მაცხოვრებლებს დიდ ფინანსურ ზარალსა და დისკომფორტს უქმნის. ამიტომ ამ შემთხვევაშიც უპირატესობა დასრულებულ კომპლექსებს ენიჭება.

შემცირებული სტრესი — ხშირ შემთხვევაში მშენებარე ბინა უდიდეს სტრესთან არის დაკავშირებული, რადგან მაცხოვრებლებს მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი და პროექტით გათვალისწინებული პუნქტების  მეთვალყურეობა უწევთ. დასრულებული კომპლექსის შემთხვევაში კი ეს სტრესი თითქმის არ არსებობს, რადგან დაზღვეული ხართ პროექტში წარმოქმნილი მოულოდნელი შეფერხებებისა და ცვლილებებისგან.

“ნამაი ვაკეს” დასრულებული კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ქართულ სამშენებლო ბაზარზე  დასრულებული პროექტით, ხარისხიანი, გამართული ინფრასტრუქტურითა და ევროპული სტანდარტის სრული დაცვით პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა, რომელიც ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტია და ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს.  კომპლექსი მაცხოვრებლებს ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს, კერძო და სტუმრებისათვის განკუთვნილ ავტოსადგომებს, კეთილმოწყობილ რეკრეაციულ და გასართობ ზონებს, თავშეყრისთვის სასიამოვნო ლაუნჯ სივრცესა თუ სპორტულ დარბაზებს  სთავაზობს და თანამედროვე, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს უქმნის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

PH5 – პოლ ჰენინგსენის მიერ შექმნილი ჭაღის ელეგანტური დიზაინი

სახასიათო დეტალებით შექმნილი ფერადი ინტერიერი დიღომში — სტუდია „Due“-ს ნამუშევარი